შიმშილობის მსოფლიო ინდექსში,საქართველო 39-ე ადგილზეა

შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019-ის მონაცემები ცნობილია,მონაცემების მიხედვით, საქართველო 39-ე ადგილს იკავებს. საქართველოზე უკეთესი პოზიციები აქვთ  უკრაინას, ბელორუსს, ყირგიზეთს, ირანს, სომხეთს, აზერბაიჯანს, სერბეთსა და  რუსეთს.

ინდექსში ინფორმაცია მოცემულია 117 ქვეყნის შესახებ.კვლევის თანახმად, 2000 წლის შემდეგ ამ ქვეყნებში შიმშილობის მაჩვენებლები დადებითი ტენდენციებისკენ მიუთითებს.

კვლევის თანახმად, 47 ქვეყანაში შიმშილობის დონე სერიოზული ან საგანგაშოა. აფრიკის კონტინენტის ერთ ქვეყანაში – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში  კი  ვითარება უკიდურესად საგანგაშო მაჩვენებლით შეფასდა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.