“შინდისს“ მარტინ სკორსეზე, ბრედ პიტი და რენე ზელვეგერი შეაფასებენ (ფოტო)

„შინდისი“ ამერიკის პრესტიჟული და მასშტაბური საერთაშორისო კინოფესტივალის, „სანტა ბარბარას“ საკონკურსო ფილმებს შორის მოხვდა.

კონკურსი 2020 წლის 15 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

წელს კინოფესტივალის ჟიურის წევრები და საპატიო სტუმრები იქნებიან: მარტინ სკორსეზე, ბრედ პიტი, ლაურა დერნი და რენე ზელვეგერი, რომლებსაც სპეციალურ ჯილდოსაც გადასცემენ კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

გარდა ამისა, „შინდისი“ 2020 წელს ნაჩვენები იქნება: ესპანეთის, იტალიის, ბელგიის, ჰოლანდიისა და ჩინეთის კინოფესტივალებზე.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.