შოთაძე ფარცხალაძის სიმბოლოა, ფარცხალაძე კი, ბოტასის ქურდი – აქცია პარლამენტთან

პარლამენტის შენობასთან ხმაური იყო.

ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, რომლებსაც შენობაში შესვლა სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ კანცელარიაში უნდა ჩაებარებინათ იმ საქმეების სია, რომელიც გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მიერ არის „შეთითხნილი და გაყალბებული“.

„ჩვენ აქ ჭიდაობას არ ვაპირებთ. ფაქტია, რომ არ გვიშვებენ. გვაქვს სრული უფლება, პარლამენტში შევიდეთ, ვინაიდან ჩვენზე დილიდანვე არის დაშვებული საშვები. არ ვიყავით ვალდებული, განგვემარტა შიგნით შესვლის მიზეზი, თუმცა მაინც გამოვიჩინეთ კეთილი ნება. ჩვენ მიგვაქვს ბაინდერი, სადაც დევს ის საქმეები, რომელიც შოთაძის პროკურორობის პერიოდში იქნა გაყალბებული მის მიერ. არ გვიშვებენ, ვინაიდან პარლამენტის საშვთა ბიუროს აკონტროლებს სუსი და მათ მიერ არის მიღებული გადაწყვეტილება. რადგან არ გვიშვებენ, ვაპირებთ გარედან გავაპროტესტოთ. შოთაძე და ფარცხალაძე არის სიმბოლო ამ პროკურატურის და მათი სიმბოლო მთლიანად არის ბოტასები. მოვიტანეთ ბოტასები და ხალხს გვინდა შევახსენოთ, ვინ ინიშნება გენერალურ პროკურორად“, – განაცხადა სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ

მოქალაქეებმა პარლამენტთან აღმართულ ღობეზე სიმბოლურად ბოტასები ჩამოკიდეს. ასევე გააკრეს პლაკატები, სადაც პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი და სხვა პირები არიან გამოსახული.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.