ჩავეხუტე საქართველოს ნაწილს და სულ მალე ვაპირებ ჩავეხუტო მთლიანად საქართველოს – შეხვედრა ათენში

პროვოკაციების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის დედაქალაქში ქართველ ემიგრანტებს მაინც შეხვდა. შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმ გეგმებსა და სტრატეგიაზე, რომელსაც ის მხარდამჭერებს და ამომრჩეველს სთავაზობს. 

მიხეილ სააკაშვილი იმ პროვოკაციასაც გამოეხმაურა, რომელის შენობაში შესვლის წინ მოხდა:

მაფრთხილებდნენ რომ არ ჩამოვსულიყავი, საზღვარზე არ გამოგვატარებდნენ, საჩივრები დაწერეს თითქოს, მაგრამ მე აქ ჩამომიყვანა მხოლოდ ერთმა გრძნობა. მათ არ უნდოდათ რომ ჩამოვსულიყავი იმიტომ რომ მათ ამოძრავებთ შიში და სიძულვილი, მე მამოძრავებს სიყვარული, ამიტომ შეუპოვრობა და გამბედაობა, როცა საქმე ეხება სიყვარულს. ზუსტად ვიცი, რომ სიძულვილით ქვეყნები არ აშენებულა, შიშით ქვეყნები არ აშენებულა, სიყვარულით ჩვენ ავაშენეთ ის, რაც ვაშენეთ საქართველოში ამდენი წელი. 

მიხეილ სააკაშვილი იმ პროვოკაციასაც გამოეხმაურა, რომელიც შენობაში შესვლის წინ მოხდა. მისი თქმით, უსაფრთხოების მიზნით, სხვა შესასვლელით სარგებლობის შეთავაზების მიუხედავად, მან უარი თქვა:

გარეთ მოვიდა მრავალი ასეული გულანთებული მამულიშვილი…როდესაც მოვედი და ვნახე თვალებანთებული ხალხი, მე ვთქვი, რომ ამ ხალხს ვერ ვუღალატებ, ამ ხალხს ქუჩაში ვერ დავტოვებ, ამ ხალხს მე ვერ გავემიჯნები და უარს ვერ ვეტყვი იმის გამო რომ ოლიგარქმა დაავალა ვიღაც ქურდს და გააკეთეს კიდეც. მე არ დავიხევ უკან. თქვენ ეტყობა ცუდად იცნობთ სააკაშვილს…

აქ ჩავეხუტე საქართველოს ნაწილს და სულ მალე ვაპირებ ჩავეხუტო მთლიანად საქართველოს – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ემიგრანტებს

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ათენში, შეხვედრის დაწყებამდე, პროვოკატორები დახვდნენ

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.