მთავარი საზოგადოება ჩემი სამომავლო გეგმები მთლიანად რაჭას და ონის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, მინდა ვიყო ის...

ჩემი სამომავლო გეგმები მთლიანად რაჭას და ონის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, მინდა ვიყო ის ადამიანი, რომლის იმედიც ონელებს ექნებათ – სერგო ხიდეშელი

0

ჩემო ონელებო, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი შვილებისა და ჩვენი საყვარელი ონის უკეთესი მომავლისთვის.- ამის შესახებ „ქართული ოცნების” ონის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა განაცხადა.

„ზუსტად ვიცი და გათავისებული მაქვს ყველა ის პრობლემა თუ გამოწვევა, რაც ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, უბნებსა თუ თითოეულ დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ადამიანების წინაშე დგას. ჯერ კიდევ ბევრი პროექტია განსახორციელებელი, რისთვისაც მე და ჩემი გუნდი მთელი შემართებით ვემზადებით. ვიცით, სად რა არის გასაკეთებელი და ამ გამოწვევებთან გამკლავების რესურსიც გვაქვს.

აქ ცხოვრობენ მშრომელი, დინჯი და პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავენ და ინახავენ საუკუნოვან ტრადიციებს, რითაც ასე ვამაყობთ. ონსა და ონელებზე ზრუნვა, აქ მცხოვრები ხალხის დაფასება და მათ გვერდში დგომა 2012 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო, როდესაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რეგიონების თანაბარი განვითარება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა.

ჩემო ონელებო, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი განვითარების სასარგებლოდ, არჩევანი ჩვენი შვილებისა და ჩვენი საყვარელი ონის უკეთესი მომავლისთვის. გპირდებით, რომ საჯარო სამსახურში და სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობისას დაგროვილ გამოცდილებას ამ რაიონში მცხოვრებთა კეთილდღეობას მოვახმარ. ონის მუნიციპალიტეტის თითოეულ მოსახლესთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვიქნები და თქვენთან ერთად, ახალი იდეებითა და პროექტებით, კიდევ უფრო გავამდიდრებ ჩვენს კუთხეს. დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის განვითარებას.

“ვერ წარმომიდგენია მიიღო იმაზე დიდი სიამოვნება და ბედნიერება, როდესაც გააკეთებ ამა თუ იმ პროექტს, როდესაც დაეხმარები მოქალაქეებს და ვხედავთ მათ მადლიერ თვალებს”

“ჩემი სამომავლო გეგმები მთლიანად რაჭას და ონის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, მინდა ვიყო ის ადამიანი, რომლის იმედიც ონელებს ექნებათ და მე მუდამ მათ გვერდში ვიდგები ” – განაცხადა ონის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა

მეტის გასაგებად, იხილეთ ვიდეო:

კომენტარები

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ