“ჩემ თვალწინ გაიზარდა თითქმის“ – გივი ტატუნაშვილი შვილის წამებაში ბრალდებულს პირადად იცნობს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა გივი ტატუნაშვილი პირადად იცნობს მისი ვაჟის უკანონოდ დაკავებასა და წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულ ერთ-ერთ პირს, დავით გურწიევს, რომელიც ამჟამად ასრულებს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორის მოვალეობას, მანამდე კი პროკურორის თანაშემწე იყო.

„გურწიევს ვიცნობ. გველი ყოფილა. მამამისს ახლოს ვიცნობდი და მაგასაც ბავშვობიდან. ჩემ თვალწინ გაიზარდა თითქმის. არაკაცი ყოფილა“ – განუცხადა რადიო თავისუფლებას გივი ტატუნაშვილმა.

14 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურორის თანაშემწეს დავით გურწიევს და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსს, ალიკ ტაბოევს. მათ ბრალად ედება არჩილ ტატუნაშვილთან ერთად კიდევ ორი მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაც.

“რადიო თავისუფლება”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია