“ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს, თვეების განმავლობაში ასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე” – კორუფცია და ბიუჯეტიდან გამქრალი მილიარდები?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკას არ აქვს იმის რესურსი, მოქალაქეები თვეობით ასუბსიდიროს. სწორედ ამიტომ, პრემიერის თქმით, დაუშებელია ეკონომიკის სრული გაჩერება, ხელისუფლება შეეცდება დაიჭიროს ბალანსი, რათა დაიცვას ერთი მხრივ ადამიანების ჯანმრთელობა და ამავე დროს, თავიდან იქნას აცილებული მძიმე ეკონომიკური კრიზისი.

“საყოველთაო კარანტინი ნიშნავს იმას, რაც ჩვენ მაქსიმალურად გვინდა, თავიდან ავირიდოთ. ეს ნიშნავს სახლიდან გამოსვლის აკრძალვას, რაც დღეს ობიექტური რეალობაა ევროპის ბევრ დედაქალაქში. ჩვენ, საბედნიეროდ, ვთვლით, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას ისე, რომ საბოლოოდ არ შევზღუდოთ ეკონომიკური აქტივობები. ამიტომ ვცდილობთ დავიჭიროთ ბალანსი. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს, ჩვენს ეკონომიკას არ აქვს იმხელა რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში, უმუშევრობის და ეკონომიკის გაჩერების პირობებში ასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

P.S. უხეში დათვლებით “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს რამდენიმე მილიარდი ლარია გამქრალი ბიუჯეტიდან კორუფციული გარიგებების შედეგად (დ.ღ.გ.- ების სკანდალი, ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ).

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.