ჩვენი კამპანია იქნება პრინციპულად პოზიტიური – ირაკლი კობახიძის საარჩევნო ზღაპრები?

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიური იქნება.

როგორც საარჩევნო შტაბის უფროსმა განაცხადა, ისინი ორიენტირებულნი იქნებიან სამომავლო გეგმების ამომრჩევლებისთვის გაცნობაზე.

ირაკლი კობახიძემ, ასევე, ისაუბრა საარჩევნო სიაზე – მისი თქმით, მაჟორიტართა სია, შესაძლოა, ერთ კვირაში გამოქვეყნდეს, ხოლო სრულ სიაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნები დასრულდება ოცნების დამაჯერებელი წარმატებით. ჩვენ საჯაროდ გვაქვს დაფიქსირებული პოზიცია ხედვებთან დაკავშირებული – ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება მომავალზე აგებული, როგორ ხედავს საზოგადოება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებას – ეს აინტერესებს საზოგადოებას და არა ის კინკლაობა.

ჩვენი კამპანია იქნება პრინციპულად პოზიტიური – იქნება აგებული სამომავლო გეგმებზე და ამის საზოგადოებისთვის წარდგენაზე. რაც შეეხება ოპოზიციას: მათაც უნდა ჰქონდეთ პოზიტიური კამპანია – ვნახოთ როგორ წარიმართება პროცესი.

დიდი ხანია საარჩევნო სიაზე დაწყებულია მუშაობა. მაჟორიტარების წარდგენას ვფიქრობთ მალე – შეიძლება, ერთ კვირაშიც გაკეთდეს. რაც შეეხება სიას – მისი წარდგენის ვადა არის, თუმცა ახალი სახეების პრეზენტაცია მოხდება პერიოდულად. ვადა არის სექტემბრამდე, მაგრამ ამას წინ გავუსწრებთ. დღეს ვერცერთ გვარს ვერ დავასახელებთ – როცა პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, დავასახელებთ მაშინ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსად გუშინ დანიშნეს – მის დანიშვნას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციაში და ფაქტს „ოპოზიციისთვის გაწეული დახმარება“ უწოდეს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.