“ჩვენი სინდისი და ნამუსი არიან ჩინჩალაძე და მურუსიძე, მეთოფიშვილი და გვრიტიშვილი?!”

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი, მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე დაპირისპირებას ეხმაურება. განცხადება ელისაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გააკეთა.

„ეს მოსამართლეებიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები ხართ, თქვე დალოცვილებო, ამ ქვეყნის შვილები ხართ, მშობლები გყავთ, შვილები გყავთ, დები, ძმები – ერთი მაინც როგორ არ გამოდექით, რომ გამოხვიდეთ და თქვათ – ასეთი მანტიის ყოფაც ვატირე და მრცხვენია მურუსიძესთან და ჩინჩალაძესთან დგომა! მურუსიძის და ჩინჩალაძის გვერდით როგორ უნდა დადგე ადამიანი?! სულხან მოლაშვილი რომ ნაწამები და გაუბედურებული იყო დარბაზში, სიგარეტები რომ ჰქონდა ტანზე და სახეზე ჩაქრობილი და მოსამართლე რომ ეჯდა და არც კი ჰკითხა – რა გჭირსო? თუ ყველა ასეთი ხართ იმ კაცთან ერთად სასამართლოში?! სანდრო გირგვლიანის მოსამართლესთან ერთად როგორ დგახართ და როგორ აბედინებთ, რომ სასამართლოს ლიდერობა დაიბრალოს? ამ ხალხთან ერთად ყოფნა დისკომფორტს არ გიქმნით? ნამუსი არ გაქვთ იმ სასამართლოში?

„ამერიკის უზენაეს სასამართლოში ერთ-ერთ წევრს რომ ნიშნავდნენ, 8 საათიანი პირდაპირი ეთერი ჰქონდათ! გაწურეს, ყოფა უტირეს, მთელი ამერიკა, 150 მილიონი კაცი უყურებდა, რადგან უზენაესში რომ მოსამართლეს ნიშნავენ, ის ჩინჩალაძესავით არც ერთ საქმეს კი არ იხილავს, ის ქვეყნის სინდისი და ნამუსია! იმიტომ არის ის ქვეყანა მაგარი, რომ თუ დასჭირდება მოსამართლეს, ტრამპსაც მოუგრეხს კისერს და ნებისმიერსაც! ჩვენი სინდისი და ნამუსი არიან ჩინჩალაძე და მურუსიძე, მეთოფიშვილი და გვრიტიშვილი?“, – განაცხადა ელისაშვილმა.

pirveliradio.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.