«ჩვენ არმია საომრად გვჭირდება და არა აღლუმებისათვის» – ისრაელი (ფოტო)

ისრაელის არმიაში დროს არ კაგავენ მწყობრი სიარულის ასათვისებლად-იქ დროს ხარჯავენ ომის სასწავლებლად.

მოდი გავერკვეთ როგორ არის მოწყობილი მსოფლიოს საუკეთესო არმიები.
დავიწყოთ ისრაელის არმიით. ცახალის გა,ოცდილება ჩვენთვის საინტერესოა რადგან,საკუთარი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ერთად გამუდმებით უწევდა ბრძოლა მოწინააღმდეგეებთან რომლებიც მათ აღემატებოდნენ როგორც სამხედრო ტექნიკით ისე ცოცხალი ძალით-მაგრამ ისრაელი მუდამ გამარჯვებული გამოდიოდა.

ისრაელში სავალდებულო სამხედრო სამსახურში იძახებენ ყველა მოქალაქეს(იძახებენ მათაც ვისაც ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია და მათაც ინც კი ისრაელის ტერიტორიაზე არ ცხოვრობს).სამხედრო სამსახურში გამოძახება ხდება 18 წლის ასაკიდან: მამაკაცები მსახურობენ 36 თვე,ხოლო ქალები 24 თვე. ეს გამოწვეულია იმით რომ ისრაელი პრაქტიკულად გამუდმებით საომარ მდგომარეობაში იმყოფება.

ყველა ვინც მოიხდის სამხედრო სავალდებულო სამსახურს (არ აქვს მნიშვნელობა ოფიცერი იქნება თუ რიგითი) წელიწადში ერთხელ შესაძლოა გამოიძახონ 45 დღიან რეზერვისტების საწვრთნელ შეკრებებზე. რეზერვის გამუდმებული წვრთნები და მათი მუდმივი (გარკვეული რაოდენობის) საომარი მზადყოფნა,ისრაელს აძლევს საშუალებას საჭიროების შემთხვევაში 2 დღეღამის განმავლობაში უზარმაზარ არმიას მოუყაროს თავი .

კიდევ ერთი ძალზედ საინტერესო ფაქტი-ახალწვეული პრაქტიკულად თავად იქჩევს რა ნაწილში იმსახუროს. ისრაელის არმიის ახალწვეული გადის რამოდენიმე ტესტს,რის შემდეგაც მას აძლევენ ჩამონათვალს,თუ რომელი ნაწილის სამსახურისათვის გამოდგება ის თავისი მონაცემებიდან გამომდინარე. ამ ჩამონათვალიდან ახალწვეულს შეუძლია მიუთითოს 3 პოზიცია.,ხოლო არმია ყველაფერ შესაძლებელს გააკეთებს იმისათვის რომ,ჯარისკაცის მიერ არჩეული 3 პოზიციიდან ერთერთი დააკმაყოფილოს,რა თქმა უნდა არმიის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.

ისრაელის არმიის კიდევ ერთი თავისებურება – მინიმალური ყურადღება ექცევა სამწყობრო სიარულს. «ჩვენ არმია საომრად გვჭირდება და არა აღლუმებისათვის», — ამბობენ ისრაელში. ძნელია მათ ამაში არ დაეთანხმო,სამწყობრო სიარულის მომზადებაში დიდი დრო იხარჯება,დრო რომელიც შესაძლოა ეფექტურად მოახმარო საბრძოლო მომზადებას. აქედან გამომდინარე ცახალის ჯარისკაცები,სამწყობრო სიარულში მომზადების ნაცვლად მრავალკილომეტრიან მარშებს გადიან,ასევე ამ დროს უთმობენ შეიარაღების ათვისებას და სროლაში ვარჯიშს(აღსანიშნავია რომ ოქ საბრძოლო მომზადებისათვის ტყვია წამალს არ ზოგავენ).

ერთი სიტყვით იარაღის შესახებ: ისრაელის არმიის ჯარისკაცი იარაღს იღებს სამხედრო სამსახურის დაწყებიუსთანავე და აბარებს მას მხოლოდ მაშინ როდესაც ხდება მისი თადარიგში გაშვება. მაშინაც კი როდესაც ჯარისკაცი შვებულებაში გადის იარაღი რჩება მასთან (ეს ისრაელში ჩვეულებრივი ამბავია).

არანაკლებ საონტერესოა ხელმძღვანელი შემადგენლობის მომზადების სისტემა. ოფიცრების კურსზე ჩარიცხვა ჯარისკაცს სამხედრო სამსახურის დაწყებისთანავე შეუძლია – მთავარია გქონდეს სურვილი, საჭიროა თავი გამოიჩინო საკუთარი მეთაურების წინაშე და ჩააბარო გამოცდები. ყველაზე ხანმოკლე კურსი გრძელდება დაახლოებით 6 თვე. რაღათქმა უნდა საბრძოლო მეთაურის კურსები უფრო დიდი ხანი გრძელდება ვიდრე ზურგში მომუშავე პერსონალის კურსები. საბრძოლო მეთაურის კურსები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება: ჯარისკაცი თავდაპირველად გადის საბრძოლო მომზადებას (დაახლოებით6-7 თვე,ზოგჯერ უფრო მეტი დროით), შემდეგ ხდება საბრძოლო პირობებში დაახლოებით 2 თვიანი მსახური, ამის შემდეგ იწყება სამეთაურო კურსები და მხოლოდ ამის შემდეგ თუკი მან თავი წაროაჩინა საუკეთესოდ მას შეუძლია ჩაირიცხოს ოფიცერთა კურსებზე. აქედან გამომდინარე ისრაელის არმიის მოქმედი საბრძოლო ოფიცრებმა საკუთარი კარიერა რიგითის დონიდან დაიწყეს.

უფროსი ოფიცრები და გენერლები კვალიფიკაციას იმაღლებენ საშტაბო კოლეჯში. სამხედრო განათლების უმაღლესი საფეხურია თავდაცვის ეროვნული აკადემია. ასევე ფართოდ მიღებულია დასავლეთევროპულ და ამერიკულ სამხედრო აკადემიებში სწავლება. ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ხდება ოფიცრებთან კონტრაქტის გაფორმება. ამდაგვარად ხდება ოფიცერთა კორპუსის მუდმივი განახლება, ხოლო ახალგაზრდებს ეძლევათ სტიმული რათა გააგრძელონ საკუთარი სამხედრო კარიერა. ცახალის შემადგენლობაში ძალზედ რთულია იპოვიო გენერალი რომელიც 50 წელს არის გადაცილებული.აღსანიშნავია რომ თავად გენერალური შტაბის უფროსიც კი 4 წელზე მეტი ხნით თანამდებობას ვერ დაიკავებს.

ისრაელის არმია იმ სახით რა სახითაც ის დღეს არსებობს არის შედეგი იმ სიტუაციისა რა სიტუაციაშიც ეს პატარა ქვეყანა დღიდან თავისი დაარსებისა აღმოჩნდა. ისრაელი ყოველი მხრიდა გარშემორტყმულია მათდამი აგრესიულად განწყობილი მეზობლებით და ეს ქვეყანა ვერ გადარჩებოდა რომ არა ძალზედ გამართული სამხედრო სისტემა. ზუსტად აგრესია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისაგან გვაიძულებს გავიზიაროთ (და არა ბრმად დავაკოპიროთ) და კარგად შევისწავლოთ ამ პატარა ქვეყნის გამოცდილება.

http://arma.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.