მთავარი საზოგადოება ჩვენ ერთად შევძლებთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გახდეს თითით საჩვენებელი რეგიონში – გიორგი წიკლაური

ჩვენ ერთად შევძლებთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გახდეს თითით საჩვენებელი რეგიონში – გიორგი წიკლაური

0

დასასრულს მიუახლოვდა საარჩევნო კამპანია, მღელვარება კი უფრო და უფრო იმატებს. თუმცა ვიცი, რომ ეს მღელვარება უსაფუძვლოა, რადგან ყოველი შეხვედრა თქვენთან, ჩემს ამომრჩეველთან, თავდაჯერებულობას მმატებდა, რწმენას, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გახდეს თითით საჩვენებელი რეგიონში.

არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, გქონდეს საშუალება, ემსახურო საკუთარ ხალხს, ქალაქს, ქვეყანას. ეს განცდა იყო უმთავრესი მოტივატორი, გაათმაგებული ენერგიით მომეკიდა ხელი ახალი საქმისთვის, ახლა უკვე განსხვავებულ ამპლუაში გამეგრძელებინა ჩემი ხალხის მსახურება 

შემოვიარეთ ჩემი მშობლიური კუთხის ყველა სოფელი, ვესაუბრეთ უამრავ ადამიანს, გავეცანით მათ საჭიროებებს და სწორედ მათი დადებითი დამოკიდებულების საფუძველზე, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ 2 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ჩვენ პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ!

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი გიორგი წიკლაური სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ