ჩვენ ვუხდით ხელფასს ადამიანებს რომლებიც გვპარავენ, გვატყუებენ და გვეუბნებიან რომ ეს ასეც უნდა იყოს” – ანიტა რაჭველიშვილი

“ჩვენ დღეს, ვუხდით ხელფასს ადამიანებს რომლებიც გვპარავენ, გვატყუებენ, გვიყურებენ თვალებში და გვეუბნებიან რომ ეს ასეც უნდა იყოს”- განაცხადა ოპერის მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა “გიორგი თარგამაძის ფორმულაში , ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.

“აბსოლიტურ აბსურდში ვცხოვრობთ და ეს სამწუხაროდ დიდიხანია აღარ იცვლება, საქართველოში განვითარდა კულტი, კერპთაყვანისმცემლობა, არ ვიცი ვერც ვხსნი რატომ გვყავს კერპად გადაქცეული ესა თუ ის მთავრობებები,ლიდერები. არადა ყველა ლიდერი,მთავრობის წარმომადგენელი არის ადამიანი რომელსაც ქართველი მოქალაქე უხდის ხელფასს და ამ ადამიანებს რომლებიც არიან ჩვენი დაქირავებულები ვაქციეთ კერპებად, ანუ ასეთი რამე დაგვემართა, მაღაზიის უფროსი რომ ვიყო და მყავდეს მოლარე რომელიც იპარავს ფულს და იქცევა არასათანადოდ, გავათავისუფლებდი,მაგრამ მეორე მოლარე რომელის მას შემდეგ ავიყვანე უფრო მეტს იპარავს და წინაზე უფრო ცუდად იქცევა,მაგრამ შიშით რომ პირველი როგორიც იყო ისეთი აღარ მოვიყვანო,აღარ ვუშვებ სამსახურიდან ამ მეორეს. არადა მაღაზიაში უკვე აღარ დამჩა არც პური და არც კარაქი.ასეთ დღეში ვცხოვრობთ. ჩვენ დღეს, ვუხდით ხელფასს ადამიანებს რომლებიც გვპარავენ, გვატყუებენ, გვიყურებენ თვალებში და გვეუბნებიან რომ ეს ასეც უნდა იყოს.და მართლაც ამ სიშების გამო ვზივართ და მივდივართ უკან უკან, უფსკრულისკენ მივექანებით,იმ 90-იანი წლებისკენ ,რომელიც ჩვენ ყველამ გავიარეთ.მე ვხედავ ძალიან ბევრ მშიერ ბავშვს,ბევრ მოხუცს ვინც იქექება ნაგავში, ავადმყოფ ადამიანებს ვისაც არც საჭმლის და არც წამლის ფული აქვთ.”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.