ჩინეთი covid-19 პანდემიაზე პასუხისმგებლობას გაურბის

                                                                                                                        საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის                                                                                                                                

საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,                                                                                                                                                          მის აღმატებულებას                                                                                                                                                              ბატონ იუე ბინის

     მოგმართავთ საქარველოს პროგრეულად მოაზროვნე საზოგადოების სახელით, პიროვნებას, რომელიც ჩახედული ხართ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებში. ჩვენ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია და არ შეგვიძლია იურუდიული შეფასება მივცეთ დღეს მსოფლიოში, კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეული პანდემიის შედეგებსა და მიზეზებს. ლოგიკიდან და ფაქტებიდან გამომდინარე მსოფლიში პანდემიის გავრცელების მიზეზი არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის და შესაბამისი ორგანოების მიერ ჩინეთში ვირუსის გავრცელების ფაქტის მიზანმიმართული დაფარვა, რამაც მსოფლიო კატასტროფის წინაშე დააყენა. გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა, რომელმაც პანდემიის შედეგად – ათობით დაღუპული, ათასობით დაავადებული და განადგურებული ეკონომიკა მიიღო, არაფერი რომ არ ვთქვათ – მძიმე მორალურ და ფსიქოლოგიურ ტრავმაზე. ზემოთქმულიდან გამომდინარე მოვითხოვთ კომპენსაციას მილიარდი ევროს ოდენობით, მართალია ეს ვერ აანაზღაურებს ჩინეთის სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულს ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაგრამ ეს იქნება გარკვეული მორალური საზღაური საქართველოს მოსახლეობისთვის.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.