ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 88,56% სრულად განიკურნა, 7,42% აგრძელებს მკურნალობას მსოფლიო

ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის ნაციონალური კომისიის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში ჩინეთში დაფიქსირდა ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა. დღემდე, ჩინეთში, სულ კორონავირუსით ინფიცირების 81008 შემთხვევაა დადასტურებული

განვლილი 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან სრულად განკურნებულთა რიგებს შეემატა 590 კაცი. დღეისათვის სულ განკურნებულია 71740 კაცი ანუ 88,56%. მკურნალობას განაგრძობს 6013 კაცი (7,42%), რომელთაგან მძიმე მდგომარეობა აქვს 1927 კაცს.

განვლილი 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 7 კაცი. სულ გარდაცვლილთარაოდენობამ 3255-ს მიაღწია.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.