ჩინელმა არქიტექტორმა პერსონალური ბაბლის პროექტი წარადგინა, რომელიც კორონავირუსს გაანადგურებს

პერსონალური ბაბლი

პერსონალური ბაბლი

ფოტო: Sun Dayong

ჩინელმა არქიტექტორმა დაიონ სუნმა პერსონალური ბაბლის პროექტი წარადგინა, რომელიც ისეთ ტემპერატურამდე ხურდება, რაც საკმარისია კორონავირუსის მოსაკლავად.

პერსონალური ბაბლი ბოჭკოვანი ჩარჩოსგან შედგება, რომელიც ღამურის ფრთების ფორმის მსგავსია. თერმოპლასტიკური მასალა საყრდენებს შორის არის განლაგებული და ის, ვინც მას ატარებს, პერსონალურ ბაბლშია მოთავსებული, რაც მას კორონავირუსის გადადებისგან იცავს.

მოწყობილობა აღჭურვილია ულტრაიისფერი განათებით, რომელიც ისეთ ტემპერატურამდე ხურდება, რაც საკმარისია ნებისმიერი პათოგენის ჰაერში მოსაკლავად. აღნიშნული კი დახურულ სტერილიზებულ გარემოს ჰქმნის.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჯანმოს რეკომენდაციის თანახმად, ულტრაიისფერი განათება არ უნდა იყოს გამოყენებული კანზე, ვინაიდან ამ ტიპის რადიაცია კანის გაღიზიანებას იწვევს.

ჩინელი არქიტექტორი ახლა ინვესტორს ეძებს, ვინც მას აღნიშნული იდეის რეალიზებაში დაეხმარება.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.