ჩინოვნიკების მიერ თანამშრომლების სამსახურიდან უკანონო გაშვება ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა

მაღალჩინოსნების მიერ თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება სასამართლოში მოგებული საქმეებით დასრულდა, სახელმწიფოს კი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. 2017 წელს ჩინოვნიკების მიერ თანამშრომლების სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ სასამართლოში მოგებული დავების მიხედვით, მაღალჩინოსნების მიერ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოქალაქეების კომპენსაციებისთვის 2017 წელს ბიუჯეტიდან, თითქმის, 600 ათასი ლარი გადაიხადეს.

ასეულობით მსგავსი საქმე აქვთ მოგებული „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტებსაც. როგორც წესი, უკანონოდ გათავისუფლების მოტივად პოლიტიკური ანგარიშსწორება სახელდება.

სამოქალაქო სექტორის მონაცემებით, უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის ჩამონათვალში ადგილობრივი თვითმმართველობები, თავდაცვისა და იუსტიციის სამინიტროები ლიდერობენ.

გასულ წელს სახელმწიფოს 100 ათას ლარზე მეტის გადახდა დასჭირდა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლისთვის, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, უწყებიდან  უკანონოდ გაათავისუფლეს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.