ჩინური გამოცემა რუსეთს კორონავირუსის გავრცელებაში ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი ჩინური გამოცემის Global Times-ის ბრალდებას გამოეხმაურა. გამოცემა იუწყება, რომ რუსეთი გახდა კორონავირუსის გავრცელების წყარო.

მისი თქმით, მოსკოვი ასეთ კრიტიკას ვერ მიიღებს.

„დღეს ბევრი ქვეყანა აბრალებს ერთმანეთს ვირუსის გავრცელებას, თამაშობენ ამ ბრალდებით, როგორც პინგ-პონგს. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უადგილოა შექმნილ ვითარებაში. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, მოსკოვი არის კორონავირუსთან ერთობლივი ბრძოლის მომხრე“  – განაცხადა პესკოვმა.

ჩინურმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებდა,  რომ რუსეთი არასაკმარისად ებრძვის კორონავირუსს, და გარდა ამისა, სწორედ რუსეთი გახდა ვირუსის ჩინეთში მეორედ შეღწევის წყარო – კორონავირუსი გაუდგინდა ამ დღეებში რუსეთიდან დაბრუნებულ ჩინეთის 309 მოქალაქეს.

Риа новости.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.