ძალადობა და ადმინისტრაციული რესურსი არ უნდა გამოიყენონ – დიპლომატები წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას აფრთხილებენ

მორიგი წინასაარჩევნო გაფრთხილება დიპლომატებისგან “ქართულ ოცნებას”. უცხოელი პარტნიორები ხელისუფლებას მოუწოდებენ არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და აღკვეთოს ძალადობა ოპონენტებზე. 

როგორც ევროკავშირის ელჩი საქარველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, უცხოელი დამკვირვებლები თვალს ადევნებენ როგორც წინსაარჩევნო გარემოს ისე არჩევნების დღეს და ყველა დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი. მისი თქმით, ხელისუფლებამ “კარგად უნდა გაითავისოს”, რომ ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის არჩევნებს და მიუღებელია , ხოლო ძალადობაზე სამართალდამცავ უწყებებს მყისიერი რეაგირება უნდა ჰქონდეთ.

თათია წოწონავა

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.