ძალიან მალე უკრაინა უარს იტყვის რუსულ გაზზე

უახლოეს მომავალში  უკრაინა გეგმავს, წლიურად  6-8  მლრდ კუბური მეტრი გაზი შეიძინოს ამერიკის შეერთებული შტატების კომპანია  Louisiana Natural Gas Exports-დან  და  ამ მიზნით გაიყვანოს ახალ მილსადენები პოლონეთიდან, რათა გაზი მიეწოდოს პოლონეთის თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალს, რის  შემდეგაც  უკრაინას  ეძლევა შესაძლებლობა,  სრულიად უარი უთხრას რუსეთის ფედერაციას გაზის მიწოდებაზე თუ რა თქმა უნდა იგი ისევ იარსებებს და არ დააბრუნებს ყირიმს.

.

უკრაინის მთავრობამ დაამტკიცა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამერიკულ კომპანია Louisiana Natural Gas Exports– ით თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით.

”ჩვენ უკვე ხელი მოვაწერეთ  წერილს ამერიკულ კომპანიასთან Louisiana Natural Gas Exports, Inc. უფრო მეტიც, ისინი მზად იყვნენ ხელი მოაწერათ  მემორანდუმზე კონკრეტული ციფრებითა და ვალდბულებებით, მაგრამ ჩვენ  დაგვჭირდა გარკვეული დრო, რათა იურიდიულად განგვეხილა   ყველა საკითხი, რათა შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილნი იყვნენ ხელი მოაწერონ ასეთ ტიპის  ხელშეკრულების გაფორმებას. ”- განაცხადა კონსტანტინე ჩიჟიკმა, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამო თავხელიძე-“თავისუფალი ზონა”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.