წალენჯიხის პოლიციის უფროსი მანქანით 85 წლის ქალს დაეჯახა

ჩხოროწყუ-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე ფეხით მოსიარულე 85 წლის ქალს პოლიციის მანქანა დაეჯახა.

ქალი გზაზე გადადიოდა. მანქანას კი წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს უფროსი მართავდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია მან გამოიძახა.

დაშავებული 85 წლის ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ქალა-ფუძის მოტეხილობა აღენიშნება. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული. საქმეს პროკურატურა იძიებს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.