წერილების და გაფრთხილებების ეტაპი დასრულებულია – აშშ საქართველოს ხელისუფლებასთან ქმედით ნაბიჯებზე გადადის

პირველად 30-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ს კონგრესი სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს – სანქციებს უწესებს. მიზეზი საქართველოს მთავრობაა, რომელმაც დემოკრატიული კურსიდან გადაუხვია.

წარმომადგენელთა პალატის შესწორებების კომიტეტმა უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვით საქართველოსთვის გამოყოფილი 132 მლნ დოლარიდან  – 15% გაურკვეველი ვადით გაიყინება.

უკიდურესი გადაწყვეტილებისკენ  ამერიკელ კანონმდებლებს უბიძგა – საქართველოში დემოკრატიის რეგრესმა, გაზრდილმა კორუფციამ და საერთაშორისო ინვესტორების დევნამ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვაშინგტონში ერთმანეთისგან გამიჯნეს საქართველო, როგორც მოკავშირე სახელმწიფო და ამ ქვეყნის კონკრეტული მთავრობა, რომელიც ავტორიტარიზმის გზას დაადგა. 

ორპარტიულ კანონპროექტს კენჭი შემოდგომაზე უნდა უყარონ. მასში ცალსახადაა დაფიქსირებული, რომ ამერიკა ერთგული დარჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის. ამასთან, დაფინანსება არ შეუწყდებათ პროექტებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებას ემსახურებიან. 

კანონპროექტი ორპარტიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უმკაცრეს გაფრთხილებას სექტემბერში კონგრესი სისრულეში სიურპრიზების გარეშე მოიყვანს. კონგრესის ამ უპრეცედენტო ნაბიჯზე პასუხისმგებლობას ოპოზიციაც პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო მიიტაცა. 

“ქართულ ოცნებას” ვაშინგტონში რომ საშემოდგომო გამოყვა, დღეს მმართველ გუნდში ჯიუტად არ აღიარებდნენ და ამბობენ, რომ ყველაფერი ოპოზიციამ მოიგონა. თუმცა, კონგრესის ვებგვერდზე საკმაოდ მარტივად იძებნება კანონპროექტი, რომელიც საქართველოს 20 მლნ დოლარის ოდენობის სანქციას უწესებს იქამდე, ვიდრე ამერიკის მთავრობა არ დარწმუნდება, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული ვიღაცის ჯიბეში არ მოხვდება, ან პოლიტიკური ოპონენტების და საერთაშორისო ინვესტორების შევიწროებაზე არ დაიხარჯება. 

მიხეილ სესიაშვილი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.