“წითელ ზღვარსაც გადავაბიჯეთ, დავმთავრდით, როგორც ერი და სახელმწიფო?”

წითელ ზღვარსაც გადავაბიჯეთ, დავმთავრდით, როგორც ერი და სახელმწიფო?

ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სტატუსი გავაზიარე რამოდენიმე ჯგუფში და ავღნიშნე, როგორ მოიწევენ ყოველდღიურად ნაძირალა ოკუპანტები და სეპარატისტები და ჩემ გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა. არც გაბრაზების ლაიკი არც შეშფოთების, კომენტარზე საუბარი ზედმეტია. რა გვჭირს ისე დავჩაჩანაკდით და დავძაბუნდით იმდენად ღირსებადაკარგულები და მშიშრები გავხდით პროტესტის გრძნობა დავკარგეთ?!

სიმწრისაგან ცრემლების მაგივრად სისხლი მომდიოდა თვალებიდან, გულის ფეთქვასაც ვეღარ ვგრძნობდი, იმის მაგივრად ყოველდღიურად საოკუპაციო ხაზთან მორიგეობა გვქონდეს და დავით გარეჯში თვალდაუხუჭავად ვადევნებდი თვალყურს ამ ფეთქებად სიტუაციას მხოლოდ ისღა გვაინტერესებს ერს სხვის ბინძურ ნიფხავში რა დევს (ლაიკები და კომენტარები ოხრად)?.

ამ ქვეყანას ჩვენ ან ღირსეულად დავიცავთ და დაუტოვებ შვილებს ან სხვის მონებად გავზრდით!

ასეთი ერი ვეძებე და ვერ ვიპოვე ვინც თავის მიწის ოკუპაციას არ აპროტესტებს ყველა გზით, ანტიკვარები ვართ ამაშიც.

იმედია მომავალი თაობა უფრო მტკიცე და ძლიერი იქნება და ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს ჩვენ ქვეყანას!

P.S. ყველას არ ეხება, მებრძოლებს, პატრიოტ ადამიანებს და ღირსეულებს ვგულისხმობ!

წერს სოციალურ ქსელში სამოქალარო აქტივისტი ალუდა შამანაური!

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.