წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება ისევ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით მანიპულირებს – ზნედაცემულთა ბრძოლა ძალაუფლების შესანარჩუნებლად?

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ისევ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით მანიპულირებს. ონლაინ სივრცეში კასრების მასალა გამოჩნდა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მმართველმა გუნდმა საჯაროდ გაანადგურა. მასალა მხოლოდ ძალოვან უწყებაში შეიძლებოდა, შენახულიყო.

განადგურებიდან 7 წლის შემდეგ კი წამებისა და გაუპატიურების ამსახველ უმძიმეს კადრებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ჯგუფებში, ბიძინა ივანიშვილის გუნდთან დაახლოებული ბიზნესმენი ავრცელებს. მისი კომპანია სახელმწიფო ტენდერებში ხშირად მონაწილეობს და იგებს კიდეც. მოსახლეობის მორალურ ტერორზე პასუხისმგებლობის აღება „ქართულ ოცნებას“ არ სურს. 

კახა კალაძის მხარდამჭერ ფეისბუკ გვერდზე, რომელსაც ათასობით გამომწერი ყავს ამ დრომდე იძებნება ძალადობის, წამებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა. 2013 წელს სამეგრელოში სამალავში აღმოჩენილი ვიდეომასალა, ეგრეთწოდებული კასრების კადრები კალაძის ფანკლუბში მომხმარებელმა „პაბს ჯორჯიას“ ნიკით გაავრცელა. სამოქალაქო ჟურნალისტიკის პლატფორმამ გაარკვია, რომ ვიდეოს გამავრცელებელი პაპუნა არევაძეა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სხვადსხვა არხებით ძალადობის ან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ვრცელდება. არცერთი ქმედება ამ დრომდე სრულყოფილად არ გამოძიებულა. ხშირად უცნობი წყაროები წინა ხელისუფლების დროს გადაღებულ ვიდეო კადრებს წინა საარჩევნო პერიოდებში ავრცელებს, ამიტომ ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ყველა მსგავსი შემთხვევის უკან „ქართული ოცნება“ დგას. 

საგულისხმოა ის გარემოება, რომ კადრები რომელიც გუშინ კიდევ ერთხელ გავრცელდა – რამდენიმე წლის წინ ქუჩებში საჯაროდ ხელისუფლების გადაწყვეტილებით უჩვენეს, ასევე საჯარო ჩვენება მოაწყეს ზუგდიდის სკოლებში. ამ ფაქტების არსებობა დეპუტატებს ოპოზიციიდან აფიქრებინებს რომ, ესაა მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან  ნებისმიერ ფასად დარჩეს ხელისუფლებაში. 

რადგან საზოგადოებამ საჯაროდ იხილა, რომ თითქოს პირადი ცხოვრების, წამებისა და ძალადობის ამსხველი კადრები საჯაროდ განადგურდა – „ფორმულამ“ ქართული ოცნების დეპუტატებსაც ჰკითხა, როგორ ხდება, რომ ხშირად და მეტწილად წინა საარჩევნოდ სხვადახხვა არხებით ეს ფირები ისევ ვრცელდება. 

პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ჰყოფნის დროს არაერთხელ გაუვრცელეს ქალ პოლიტიკოსებს. ამ შემთხვევებშიც ფირების გავრცელება მოხდა მაშინ, როდესაც თითქოს ყველა მსგავსი ფაილი განადგურებული იყო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ გამოძიება ამ მიმართულებით თითქმის არ მუშაობს, რადგან კადრების გავრცელების უკან სავარაუდოდ პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.

დაინტერესდება თუ არა გამოძიება კახა კალაძის ფან კლუბის გვერდზე გამოქვეყნებული ბმულის ავტორით – უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტებები არ გაუკეთებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომ ფეისბუკ ჯგუფში – ძალადობის, წამებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ფირი ამ დრომდე ხელმისაწვდომია.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.