წინასწარმეტყველება – მესამე მსოფლიო ომის დაწყების პირველი ნიშნები

მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე უამრავი წინასწარმეტყველება არსებობს და ამ მოვლენაზე იწინასწარმეტყველეს ისეთმა ცნობილმა ნათელმხილველებმა, როგორებიც იყვნენ ნოსტრადამუსი და ვანგა.

თუცმა, ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში წანსაწამეტყველმა ალბერტ დიდმა, რომელიც დაიბადა 1193 წელს და გარდაიცვალა 1280 წელს იწინასწარმეტყველა, რომ მისი სიკვდილიდან 730 წლის შემდეგ ალაჰის ტანდაბალი კაცი, რომელსაც ხელზე ხაზების სამკუთხედი ექნება გამოსახული, მსოფლიოს ომს გამოუცხადებს და დედმიწის მესამედი მოიწამლებაო.

წინასწარმტეყველი სამყაროს აფრთხილებდა, რომ უფრთხილდით ალაჰის კაცს, რომელიც დასჯის ახალსა და ძველ მიწებს, დასჯის საკუთარ ხალხს და საკუთარ თავსო.

მე-14 საუკუნის ცნობილმა წინასწარმეტყველმა რანო ნერომ მესამე მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით იწინასწარმეტყველა, რომ დაიწყება ისეთი ომი რომლის შედეგადაც ჩრდილოეთსა და სამხრეთში დადნება თოვლი და ყინული.

წყალი წალეკავს ხმელეთის ნახევარს, ბევრი ქალაქი წყლის ქვეშ აღმოჩნდება. ადამიანებს კი მზის შუქის გამო სხეულზე ლაქები გაუჩნდებათო. ასევე, მე-14 საუკუნის ცნობილმა ნათელმხილველმა ჰარაცელსმა იწინასწარმეტყველა, რომ მისი სიკვდილიდან 500 წლის შემდეგ დედმაწას საშიშროება სამხრეთიდან დაემუქრებაო.

მე-14 საუკუნის ბავარიელი წიასწარმეტყველი ალოის ირმაიერის წინაწარმეტყველებები კი ძირითადად მესამე მსოფლიო ომის დაწებას და მის შედეგებს ეხება.

მან იწინასწარმეტყველა, რომ ხედავდა სამ ციფრს – ორ რვიანს და ცხრას, თუცმა არ იცოდა რომლის დროს მიეკუთვნებოდა. ასევე ასახელბედა ციფრ სამს, მაგრამ არ იცოდა რას ნიშნავდა, ეს ომი იქნება სამი დღე თუ სამი კვირა.

“ომი გამთენიისას დაიწყება და მოვა მოულოდნელად. ვხედავ აღმოსავლეთიდან მოფრინავენ ციური ხომალდები და რაღაცას აგდებენ წლებში. წყალი იმ სიმაღლეეზე აიწევა, რომ ყველაფერს წალეკავს. კუნძულები ჩაიძირება. ომის დროს სიბნელე ჩამოწვება, რომელიც 72 საათი გაგარძელდება”.

ამ საუკუნეების ცნობილი ნათელმხილველები იმაზე მიუთითებდნენ, რომ ამ დროს ერთადერთი სინათლე იქნება ანთებული სანთლის შუქი. ამ კატაკლიზმების შემდეგ დაისადგურებს ხანგრძლივი ბედნიერება, ვინც ცოცხლები დარჩებიან, ბედნიერები იქნებიან თუ ღმერთს იწამებენ და ჯიუტად არ დარჩებიან თავიანთ ცოდვებში.

მეთექვსმეტე საუკუნის ფრანგი მისტიკოსი და ექიმი – ასტრონომი მიშელ ნოსტრადამუსი, ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე დიდი წინასწარმეტყველი. მისი პირველი წინასწარმეტყველება თარიღდება 1553 წლით, პირველი საჯარო გამოსვლა კი იტალიის ქალაქ ანკონაში. მიშელ ნოსტრადამუსის დაშიფრული კატრენები და ცენტურიები უამრავ წინასწარმეტყველებას შეიცავს, რომელთა ნაწილი უკვე ახდა. მაგალითად, ნაპოლეონისა და ჰიტლერის აღზევება. 2001 წელს ნიუ იორკის ტერაქტი.

წინაწარმეტყველი წერდა, რომ “ზეცას ცეცხლი მოკიდებოდა 45 გრადუსზე. ცეცხლი მოიუხალოვდება დიდებულ ქალაქს, დიდი, ყოვლისმომცველი ალი ავარდება ზევით”.

მკვლევარები უკვე იკვლევენ მის ჩანაწერებს, რომელიც მესამე მსოფლიო ომის დაწყებას უკავშირდება. შედეგებთან დაკავშირებით ნოსტარდამუსის წინაწარმეტყველება კი, როგორც თავად წერს, შემაძრწუნებელია. ბირთვული აფეთქების შედეგად გაქრება მსოფლიოს დიდი ქალაქები, მოხდება ატმოსფეროს დაბინძურება.

მე-20 საუკუნის ცნობილი წინაწარმეტყველი მამა პიო, რომელიც სიცოცხლის ბოლმდე ცხოვრობდა როტონდის მონასტერში, 1918 წლის სექტემბერში, ქრისტეს ჯვარცმის წინ ლოცვისას უეცრად გაუჩნდა სტიგმატები ხელეზე და ტერფებზე. იგი ამტკიცებდა, რომ 1957 წელს იხილა უფალი იესო ქრისტე, რომ მოვიდოდა ცოდვიან დედამიწაზე. მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით კი იწინასწარმეტყველა, რომ ერთ ღამეს უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე ორ მსოფლიო ომშიო.

ვანგას წინაწარმეტყველებით კი რადიაქტიული ნალექების ჭარბი დაგროვების გამო, დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში სრულიად განადგურდება ფლორა და ფაუნა. ამ კატაკლიზმების შემდეგ მუსულმანური სამყარო ქიმიურ ომს დაიწყებს.

როგორც მკვლევარები აღნიშნევენ, ერთ-ერთი პირველი ვინც სამყაროს დასარული იწინაწრმტეყველა, ცნობილი მეცნიერი, ფიზიკის და ასტრონომიის მამა ისააკ ნიუტონი იყო.

მან 1704 წელს თავისი ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც იწინაწარმეტყველა, რომ დედამიწა 2060 წელს დაიღუპება. დასკვნა ნიუტონმა დანიელ წინაწარმეტყველის წიგნზე დაყრდნობით გააკეთა, რომ კაცობრიობა კარლოს დიდის მიერ 800 წლის შექმნილი იმპერიის შემდეგ კიდევ 1260 წელი იარსებებდა.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია