წნორში წარმოებული პიტნა და ფურისულა გერმანიის ბაზარზე გავიდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორი კომპანია ,,კახეთი ბიოს“ მიერ წარმოებული პიტნა და ფურისულა გერმანიის ბაზარზე გავიდა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

კომპანიის დირექტორის, ლიზი ხმიადაშვილის ინფორმაციით, ფურისულას ჯიშის მცენარისგან გერმანული მედიკამენტები დამზადდება. მეწარმე ამბობს, რომ საწარმოში სხვადასხვა სახის მცენარეს ამუშავებენ.

„კახეთი ბიო“, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, 15 ჰექტრამდე სასოფლო–სამეურნეო მიწას ფლობს, სადაც სხვადასხვა სახის მცენარე და ხილი მოჰყავთ.

კომპანია, ასევე, გერმანიაში ეთერზეთოვან „გალიკას“ სახეობის ვარდის გაგზავნასაც აპირებს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.