წულუკიანს ყოფილი თანამშრომლები სასამართლოში უჩივლებენ

იუსტიციის მინისტრს ყოფილი თანამშრომლები ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე სასამართლოში უჩივლებენ. მათი თქმით, თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა, რითიც კანონი დაირღვა.

ანა სუბელიანის თქმით, უმაღლესმა ინსტანციამ იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2 ყოფილი თანამშრომლის 4 წლის განაცდურის – დაახლოებით 150 000 ლარის დაუყოვნებლივ ანაზღაურება დააკისრა.

ყოფილი თანამშრომლებს აინტერესებთ, რატომ არ უხდის იუსტიციის სამინისტრო მათ განაცდურ ხელფასს. ისინი საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვასაც აპირებენ.

ანა სუბელიანის და თამაზ ახობაძის თქმით, სარჩელებს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის მოქმედი ხელმძღვანელების წინააღმდეგაც შეიტანენ.

2017 წლის 9 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და “დანაშაულის პრევენციის ცენტრს” მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია