წყალმომარაგემაში დახარჯული ათობით მილიონი და უწყლოდ დარჩენილი საქართველოს რეგიონები

სოფლები, რომლებიც წყალს გრაფიკით იღებენ, ან საერთოდ არ აქვთ – მსოფლიო პანდემიის ფონზე, ზაფხულის მოსვლასთან ერთად წყალუხვ საქართველოში ხალხმა უწყლობის გაპროტესტება დაიწყო. 

რეგიონული განვითარების პროგრამაში ვკითხულობთ, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის, მათ შორის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის 841 მილიონი ლარი იხარჯება. კონკრეტულად სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოლო 2 წელიწადში წყალმომარაგებაზე 433 ათასი ლარი დაიხარჯა. გორის მუნიციპალიტეტში კი, 2 მილიონიანი ტენდერი ერთ კვირაში უნდა დასრულდეს.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული ფინანსური აუდიტები აჩვენებს, რომ წყალმომარაგების სისტემების გამართვაზე ფული იხარჯება, თუმცა დამონტაჟებული სისტემების დიდი ნაწილი უვარგისია და არ მუშაობს. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.