წყალტუბო ივანიშვილისთვის – მიუხედავად ინვესტორის არსებობისა კურორტი ყოფილ პრემიერს გადასცეს

წყალტუბო, როგორც ტურისტული ბრენდი, უკვე ჩამოყალიბებულია, მას სჭირდება ძველი ისტორიის აღდგენა და თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის, ნიშნის დამატება. თუმცა, წყალტუბოს განვითარების გეგმა ისევ არ არსებობს.  

მარტში პროექტის შესადგენად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, გეგმის შემსრულებელი კომპანია მთავრობამ ვერ შეარჩია. არადა, ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოში არსებული 22 სანატორიუმისა და 9 აბანოს შესყიდვა და მათი რეაბილიტაცია დააანონსა.

ჩვენ მოგიყვებით ამბავს წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეზეც და დოკუმენტებით გიჩვენებთ, რომ კურორტის რეაბილიტაციის გეგმა და სურვილი ჯერ კიდევ იქამდე არსებობდა ვიდრე თურნავა გვეტყოდა, რომ თითქოს კურორტი არავის მოუკითხავს. მეტიც: ქვეყანაში ჩამოსული იყო თურქი ინვესტორი, ის რამდენიმე მილიონის ჩადებას გეგმავდა და ამ მოთხოვნით ოფიციალურად ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. ის თვეები ელოდა ხელისუფლების პასუხს, თუმცა ინვესტორთან შეთანხმება არ შედგა.

ამ ამბიდან ძალიან მალე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავეს. მიზეზად ქრთამის აღება დასახელდა, თუმცა თავად მსჯავრდებული ამბობს, რომ მას წყალტუბოს რეაბილიტაციით დაინტერესება არ აპატიეს და იმის გამო დასაჯეს, რომ მან მოიძია ინვესტორი და დაიწყო აქტიური სამუშაოები, რათა კურორტით სხვა ინვესტორებიც დაიტერესებულიყვნენ. ივანეიშვილს 12 წელი აქვს მისჯილი.

გაცხადებული სურვილის მიუხედავად, წყალტუბოში ვითარება უცვლელია და არც ხელისუფლება და არც მილიარდერი ივანიშვილი იქ არაფერს აკეთებს. ძველი სანატორიუმები, უნიკალური შენობები სავალალო მდგომარეობაშია.  

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.