ხაზარაძე: ყაზბეგისკენ მიმავალი გზის მშენებლობა პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის – ივანიშვილის მიერ რუსეთზე მიყიდული საქართველო? (ფოტო)

პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ ყაზბეგისკენ მიმავალი გზის მშენებლობა პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკა, რომ ფული ჩადოს იმ პროექტში, რომელიც არც სამუშაო ადგილს ქმნის და არც ეკონომიკურ აღმავლობას ქმნის, უბრალოდ ეს არის ინტერესი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის 

„ჩვენ თითქმის ყოველდღე გვიწევს სასამართლოში მოსვლა. ყოველი სასამართლოს წინ კი ჩვენს ხედვებს, გეგმებსა და იმ პრობლემების ანალიზს შემოგთავაზებთ, რაც ქვეყანაშია. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკურად ქვეყნისთვის: აქ შეიქმნებოდა 10 წელიწადში 35 ათასი სამუშაო ადგილი. შემოვიდოდა 650 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 3 მილიარდი განზრახულებათა ოქმი გვქონდა აზიის განვითარების ფონდიდან. ანაკლია გახდებოდა კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში. ჩვენ გავხდებოდით ტვირთების გადამანაწილებელი მთელ მსოფლიოში, მთელ რეგიონში, ჩინეთის ჩათვლით. არ გამოიჩინა სახელმწიფომ ნება და არ მოგვცა 50 მილიონის გარანტია, ამ დროს, სახელმწიფომ დააფინანსა ნახევარ მილიონად ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი. ეს არის ყაზბეგისკენ მიმავალი გზა, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის. ნახევარ მილიონ ვალს ვიღებთ და ვდებთ პროექტში, რომლითაც ვაძლევთ კომფორტულად ტანკების შემოსვლის ახალ შესაძლებლობას ქვეყანას, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ნახევარ მილიონს იღებს მაშინ, რომ ანაკლიისთვის 50 მილიონის გაღება არ სურდათ.

ეს არის პოლიტიკა, რომ ფული ჩადოს იმ პროექტში, რომელიც არც სამუშაო ადგილს ქმნის და არც ეკონომიკურ აღმავლობას ქმნის, უბრალოდ ეს არის ინტერესი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის. მე არცერთი გზის წინააღმდეგი არ ვარ, არანაირი მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ წინააღმდეგი ვარ, როცა ქვეყანა იცვლის პრიორიტეტს, როცა ქვეყანა შლის უზარმაზარ პროექტს,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.