ხატია სიჭინავა: “ოცნება” ჩვენ მოვიყვანეთ, ჩვენვე გავუშვებთ! სააკაშვილიც ხალხმა გაუშვა და არა ამ მთავრობამ!

“ჩემ დამოკიდებულებაში ის შეიცვალა, რომ როდესაც “ქართულ ოცნებას” ვირჩევდი, მეგონა, რომ კარგს ვაკეთებდი. დღეს ვხედავ რამხელა პრობლემების წინაშე დაგვაყენეს მთელი ერი და არ ესმით ხალხის ხმა, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“თავისთავად, ჩვენ მოვიყვანეთ, ჩვენვე გავაცილებთ. სააკაშვილსაც იგივე ეგონა, რომ ვერ გააცილებდა ხალხი, მაგრამ გააცილა. ხალხმა გააცილა და არა ამ მთავრობამ. მიშას სიძულვილის გამო მივეცით ხმა ამათ, თორემ არ ვიცოდით, ესენი რისი გამკეთებლები იყვნენ.

დედის გადმოსახედიდან ვიტყვი, დაწყებითი კლასის შვილები მყავს. ონლაინ სწავლება აბსოლუტურად გაუმართავი და შეუმდგარია, არაფერში არ წერია და ვერცერთი ვერ გებულობს რა ხდება. სლოლამ გაიარა რეგულაცია, ბავშვები დამყავს კერძო სკოლაში და გამოდის, რომ ტყუილად მაქვს გადახდილი ფული”, – განაცხადა ხატია სიჭინავამ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.