ხაშურში მამაკაცს სიგარეტის ნისიად გაცემაზე უარის თქმის გამო 5 პირი სასტიკად გაუსწორდა – დაშავებულია 74 წლის მამაკაცი

ხაშურის რაიონში მამაკაცი სასტიკად სცემეს.”ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, შემთხვევა სოფელ ალში მოხდა.

ნაცემი მიხეილ ფატარიძეა და 74 წლის არის. ამბობს, რომ მას სასტიკად 5-მდე პირი მისსავე მაღაზიაში გაუსწორდა და ყველა მათგანის იდენტიფიცირება შეუძლია. კონფლიქტი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სიგარეტის ნისიად გაცემაზე უარი თქვა.

დაშაევებულს სამედიცინო დახმარება ხაშურის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, ამის შემდეგ კი პოლიციაში გამოკითხეს. თუმცა, კონკრეტული პირების დასჯის პირობის ნაცვლად, სამმართველოს უფროსისგან როგორც თავად ამბობს, მითითება მიიღო, მოკლას ის ადამიანები, რომლებიც მას გუშინ გამეტებით სცემდნენ. ამ საქმეზე ხაშურის პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.