„ხელისუფლებას ეკლესიის ეშინია“ – ლევან ბერძენიშვილი

„ხელისუფლებას ეკლესიის ეშინია“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი. მისი განცხადებით, დიდი ხნის მანძილზე ოპოზიციის ნაწილსაც ეშინოდა:

„ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიციაში თანდათან სწორდება ვითარება. მაგრამ, როგორც არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლებას ეკლესიის, მაინც იმოქმედებს ის წესები ეკლესიაზეც, რომელიც ახლა არის შემოღებული. ხელისუფლებას უნდა თუ არა, ეს მაინც მოხდება.

ეკლესიაში ერთი მხრივ აცხადებენ, ორ მეტრიან დისტანციას დავიცავთო, შემდეგ კი ერთი კოვზით აზიარებენ. ანუ დაგვცინიან. ამბობენ, თქვენ რწმენა არ გაქვთ, ჩვენ გვაქვს, ამიტომ უნდა დაგცინოთ. თქვენ ფრთხილობთ, მაშინ როცა საფრთხილო არაფერია, ქრისტეს სხეული და ა. შ. თითქოს ქრისტეს სხეულის გამო არ შეიძლება ეკლესიაში ინფიცირებული კაცი შევიდეს.

მათ ავიწყდებათ ერთი უბრალო იგავი: როდესაც უფალს შესთავაზეს, რომ მოდი ხალხი გავცხრილოთო, მან თქვა, რომ არა. ჯერ დაიხოცონ და მერე იქნება კეთილები ერთ მხარეს, ბოროტები მეორე მხარესო. ანუ, ის არ ერევა ამ ქვეყანაში. როგორ შეიძლება ეს არ იცოდნენ და სახარება არ ჰქონდეს წაკითხული მღვდელს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ სინოდში და დაადგინეს, რომ მათი რწმენა ისეთი ძლიერია, რომ ახლა უნდა გამოიყენონ“ – აცხადებს ბერძენიშვილი.

https://mediapress.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.