”ხელისუფლება კომუნალური გადასახადების დაფარვაზე უარს ამბობს”

ხელისუფლება კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდირებას წყვეტს, ბუნდოვანია სესხების გადავადების საკითხიც. ექსპერტების თქმით, გაუგებარია, რა შეიცვალა იმ სამი თვის თავზე.

სპეციალისტები გაზრდილ უმუშევრობასა და ბიზნესისთვის მიყენებულ ზარალზე ამახვილებენ ყურადღებას.

ეკონომისტები ხელისუფლებას პოსტკრიზისული გეგმის მაგივრად, კრიზისული გეგმის შემუშავებას ურჩევენ.

“ამ ეტაპამდე დახმარება ჯერ არავის არ მიუღია. ვხედავთ იმას, რომ მათ შორის მთავრობის გათვლებით ეკონომიკა მკვეთრად შემცირდება, ათი ათასობით ემატება ყოველ თვე უმუშევარი, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტ გაჭირვებაში შედის ქვეყანა. მანამ, სანამ მკვეთრი ნაბიჯები არ გადაიდგმება ეკონომიკის სტიმულირების კუთხით, ეს სამწუხაროდ, ასე გაგრძელდება. გაუგებარია, რატომ ველოდებით პოსტკრიზისულ გეგმას, ეს კრიზისი დიდი ხანი გაგრძელდება ვხვდებით და პოსტკრიზისული ნიშნავს, რომ ეს კრიზისი ჩაივლის, პოსტკრიზისული გეგმა კი არ გვჭირდება, სწორედ კრიზისული გეგმა გვჭირდება”, – განაცხადა ფინანსისტმა ზვიად ხორგუაშვილმა “მთავართან”.

მათი შეფასებით, ის, რასაც სახელმწიფო დღეს ხალხს სთავაზობს, მათი გაჭირვების შემსუბუქებისთვის გადადგმული ნაბიჯები არ არის.

“მთავარი”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.