ხელისუფლება საშიშ ზონაში დარჩენილი ქართველების უფასო ჩამოყვანაზე უარს ამბობს – ივანიშვილის და მისი ხელისუფლების წარმოუდგენელი ნაძირლობა და განწირული ემიგრანტები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთავაზებულ ფრენებზე საქართველოს საგარეო სამინსიტრომ უარი განაცხადა. ამის შესახებ სამინისტრო თავად ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას .

”გთხოვთ გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ კორონავირუსის სწრაფმა გავრცელებამ მთელ მსოფლიოში სერიოზული ბარიერები შექმნა საერთაშორისო მოგზაურობისთვის. ქვეყნების უმეტესობამ საზღვრები ჩაკეტა, შეჩერდა ან შეზღუდა საერთაშორისო მოძრაობა, ავიაკომპანიის, საზღვაო, საავტომობილო და სარკინიგზო გზით. აქედან გამომდინარე, გარკვეული პირების მხრიდან დახმარების გაწევა, ან ნებისმიერი დაპირება უსაფუძვლოა, რადგან საფრთხეს უქმნის და შეიძლება შემდგომი პრობლემები გამოიწვიოს.

ამრიგად, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ უფრო ფრთხილად მიუდგეთ ამ ტიპის შემოთავაზებებს. მსგავსი დაპირებები უნდა განხორცილედეს ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები.

ხოლო საქართველოს საელჩოები და საკონსულოები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების გასაწევად.’ ‘- ნათქვამია საგრეო სამინსიტროს ოფიციალურ განცხადებაში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.