ხმაური საპროტესტო აქციაზე და დამალული ჩინოვნიკები

გორში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილმა ქალაქის მოსახლეობამ მერთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.

ადგილობრივების თქმით, ხელისუფლებამ მათ მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და მხარი დაუჭიროს ოპოზიციის ინიციატივას, გაზისა და დენის სუბსიდირების სამი თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. შეკრების ადგილას მობილიზებული იყო სამართალდამცველთა ბრიგადაც.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა პანდემიის დროს დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებს გადასცა, რომლებიც ხელისუფლებას მხარს ღიად უჭერენ.

მოსახლეობას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბადრი ბასიშვილიც შეუერთდა და ადგილობრივებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

შენობაში მყოფი “ქართული ოცნების” ჩინოვნიკების შენახვა მოსახლეობას მილიონობით ლარი უჯდება ყოველწლიურად. მიუხედავად ამისა, 10 და 20 ლარს ვერ იმეტებს ხელისუფლება, რომ კომუნალური გადასახადები გადაუხადოს ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას, – აღნიშნა ბასიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ხვალ კარდაკარ დაიწყებენ შემოვლას ხელმოწერების შესაგროვებლად, რათა შესრულდეს მათი ინიციატივა კომუნალური გადასახადების სუბსიდირების შესახებ.

გიორგი ახალკაცი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.