ხულორდავა: ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქამდეც აპატიმრებდნენ, მაგრამ ევროპარლამენტში პოლიტიკურ დევნაზე არ ყოფილა საუბარი

გადაცემაში „პოლიტიკის „ფორმულა“ პარლამენტის წევრმა თამარ ხულორდვამ განაცხადა, რომ ამ დრომდეც აპატიმრებდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ საქართველოს პარტნიორები პოლიტიკურ დევნაზე არ საუბროდნენ, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა.

„თვალი გავუსწოროთ რეალობას, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სასამართლო პროცესები და სამართლებრივი დევნა ადრეც მიმდინარეობდა. აქამდე სადმე გვინახავს რეზოლუციაში პოლიტიკური დევნის ჩაწერაზე საუბარი, ვთქვათ ევროპარლამენტში? ასეთი არ ყოფილა.

ეს აღქმული იყო როგორც მართლმსაჯულების განხორციელება. ის, რაც ახლა ხდება საარჩევნო პროცესში და თან ასეთი მაღალი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ცუდად აღიქმება. იმედია, ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და ქვეყანას არ შეიყვანს კიდევ უფრო დიდ კრიზისში“, – განაცხადა ხულორდავამ. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.