ხუხაშვილი: გახარია არის ფოსტალიონი, რომელსაც წერილი გაუგზავნეს ივანიშვილისთვის გადასაცემად

“გიორგი გახარია არის ჩვეულებრივი ფოსტალიონი”-ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გადაცემა 360 გრადუსში განაცხადა.

“ჩვენ ვსაუბრობთ რომ გიორგი გახარიას მიმართა წერილით ხო? რეალურად გახარიასთვის ხომ არ მიუმართავს? ეს არის ის შემთხვევა, მულო შენ გითხარი და რძალო შენ გაიგონეო. ეს წერილი ივანიშვილისთვის არის მიწერილი.

გიორგი გახარია არის ჩვეულებრივი ფოსტალიონი, რომელაც წერილი ივანიშვილისთვის გადასაცემად გაუგზავნეს. ამიტომ გახარია როგორ გამოაქვეყნებდა ამ წერილს, სანამ სხვაგან არ მიიღებოდა გადაწყვეტილება. ისინი ცდილობნდნენ რომ დაემალათ. ბოლოს მიხვდენენ რომ ამის დამალვას აზრი არ ჰქონდა. არ უნდოდათ მაგრამ გამოაქვეყნეს.”-ამბობს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ოთხმა კონგრესმენმა მისწერა. ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის Facebook გვერდზე 22 იანვარს, განთავსდა.

ამასთან, კონგრესმენების წერილს ჯო ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.