ჯანდაცვის მინისტრი პროგნოზს ყოველდღე აუარესებს: აპრილის ბოლოდან დღეში ასეულობით ინფიცირებული იქნება! – გაუგებრობაში მოხვედრილი თუ თანამდებობისთვის შეუფერებელი ივანიშვილის პირადი მსახური?

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვის მატებას აპრილის ბოლოდან ვარაუდობს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით შესაძლებელია, რომ ეს ციფრი ყოველდღიურად რამდენიმე ასეული იყოს.

„არის იმის მოლოდინი, რომ შეიძლება მოხდეს შიდა გავრცელების გაზრდა, რასაც ჩვენ ვთვლით, რომ სავარაუდოდ აპრილის ბოლოდან და უკვე პიკს მაისის დასაწყისში ველოდებით.

ეს რამდენიმე ასეული პაციენტი იქნება. თუ დღესდღეობით ჩვენ გვაქვს მატება ათეულობით, სავარაუდოდ, ვფიქრობთ, რომ აპრილის შუა რიცხვებიდან, თვის ბოლოდან, ეს იქნება 50 და რამდენიმე ასეული ყოველდღიურად,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.