ჯანდაცვის სამინისტროს 560 645 083 ლარის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები გაუფუჭდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 560 645 083 ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები გაუფუჭდა. ინფორმაციას აუდიტის სამსახური აქვეყნებს.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მედიკამენტები, რომელიც უვარგისია 2 321‬ ადამიანის სამკურნალოდ გამოდგებოდა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მონაცემები 2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებს მოიცავს. შესაბამისად, უცნობია 2020 წლის 10 იანვრის მონაცემებით გაზრდილია თუ არა ეს თანხა და რა მოცულობით.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.