ჯანმო: მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ იმ ადამიანების კეთილდღეობა, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს

მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ იმ ადამიანების კეთილდღეობა, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს.ამის შესახებ დღეს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

„ჩვენ გვესმის, რომ მრავალი ქვეყანა ახორციელებს ზომებს, რომლებიც ზღუდავენ ხალხის გადაადგილებას. ამ ზომების განხორციელებისას აუცილებელია ყველა ადამიანის ღირსებისა და კეთილდღეობის პატივისცემა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობებმა შეატყობინონ თავიანთ ხალხს აღნიშნული ზომების ხანგრძლივობის შესახებ და დახმარება გაუწიონ ხანდაზმული ასაკის პირებს, ლტოლვილებს და სხვა დაუცველ ჯგუფებს“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.