შაბათი, დეკემბერი 4, 2021
detective
მთავარისაზოგადოებაჯერ-ჯერობით იგებს პუტინი...

ჯერ-ჯერობით იგებს პუტინი…

ინტერესთა შეუთავსებლობა

რუსეთის იმპერიულ ინტერესებში არ ჯდება მისი გავლენის სფეროდან დისტანცირებული, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მოაზრებული, წარმატებული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო. შესაბამისად, მოსკოვი ცდილობს ეს ქვეყანა საკუთარ პოლიტიკურ მარწუხებში ჰყავდეს მოქცეული ნებისმიერ ფასად. აქედან გამომდინარე, ამჟამად, შეუძლებელია ეს ორი სახელმწიფო მოიაზრო მეგობრებად და მოკავშირეებად. პირიქით, ისინი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნებია თანმდევი შედეგებით. შესაბამისად, ბუნებრივია რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოთქმული პოლიტიკური შეხედულებები და შეფასებები საქართველოს მთავრობისა თუ პრეზიდენტების საქმიანობის, მთლიანად აქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, უნდა აღვიქვათ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მტრის მიერ გამოხატული პოზიცია. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიეთ, მას ამ ბოლო წლებში, ბევრი თანამოაზრე და თანამებრძოლი გამოუჩნდა საქართველოში. ბუნებრივია, რომ პუტინისათვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ის ქართველი პოლიტიკოსი, რომელის პოლიტიკური საქმიანობაც ეწინააღმდეგება რუსეთის იმპერიის ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, ლოგიკურია მისი მცდელობა დაძლიოს მისი წინააღმდეგობა ყველა საშუალებით, აამოქმედოს სათანადო რესურსები საფრთხის მასშტაბიდან გამომდინარე, მათ შორის, უკიდურესი ზომებითა და სხვ. (ცხადია, აქ საუბარია პოლიტიკოსებზე, პოლიტიკურ პროცესებზე, თორემ სხვა მხრივ, პუტინს შეიძლება გულწრფელად მოსწონდეს, მაგალითად, ქართული ცეკვა ან ქართული ხელოვნება…).

დილემა

როგორც მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მოწმობს, მისთვის ყველაზე მიუღებელი აღმოჩნდა, რუსეთისგან დისტანცირებული, დასავლური ყაიდის სახელმწიფოს წარმატებული აღმშენებლობის პრეცედენტის შემქნელი,  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის მოღვაწეობა რუსეთის ეროვნული ინტერესების რეალიზების დიდ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა არამარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, რადგანაც:

– მიხეილ სააკაშვილი „საქართველოს პირველი პრეზიდენტია რომელმაც რუსეთს პრინციპული წინააღმდეგობა გაუწია და პუტინის თავისტკივილად იქცა, პირველია რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა კრიმინალს და კორუფციას… პირველი პრეზიდენტია, რომელმაც რეალური ნაბიჯები გადადგა ევროკავშირისკენ და მან რეალურად დაახლოვა საქართველო ევროპას და ცივილიზებულ სამყაროს“ (Эхо Москвы, 2020-05-10 14:30:23);

– „სააკაშვილმა მეკვიდრეობით მიიღო ფაქტიურად მომაკვდავი ქვეყანა თავისი ყველა მაჩვენებლით, არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშნებით. ამასთან, არ იყო დრო, არ იყო კადრები, არც ფული, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვემოქმედა ძალიან სწრაფად და შეუპოვრად“ (კ. ბენდუქიძე);

– მიხეილ სააკაშვილი „საქართველოს წაუძღვა რეფორმების ათწლეულზე, იმ რეფორმების, რომლებმაც ქვეყანა რადიკალურად შეცვალა. ეს სწორედ მისი თავდადება იყო საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, რომელმაც ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით გახადა შესაძლებელი (სენატორი ჯონ მაკკეინი);

– მიხეილ სააკაშვილი „ცვლილებების სიმბოლო გახდა, რომელიც სძულდათ მოსკოვში, თუმცა აღმერთებდნენ ვაშინგტონში“ (Jackson Diehl, The Washington Post);

– იგი იმითაც არის უნიკალური საქართველოს ისტორიაში, ქართულ პოლიტიკაში, რომ ერთი ციცქნა ქვეყნიდან, ქართული პოლიტიკური სივრციდან იქცა საერთაშორისო მასშტაბის ავტორიტეტულ პოლიტიკოსად (განსხვავებით სტალინისა და შევარდნაძისგან, რომლებიც ზესახელმწიფოს, უზარმაზარი რუსეთის იმპერიის გამოისობით შევიდნენ მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში). 

ამ ფაქტორებმა განაპირობა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, მის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გამოუცხადა დაუნდობელი, სამკვდრო-საციცოცხლო ომი რუსეთის უდიდესი იმპერიის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა და მასთან ერთად, ინტერესთა თანხვედრით, სააკაშვილის ანუ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ომში, პუტინის გარშემო დარაზმულმა ყველა მასტის თანამოაზრემ: ოლიგარქებმა, მათმა სატელიტმა ხელისუფლებამ, ასევე, სააკაშვილის დროს დევნილმა და ახლა მკვდრეთით აღმდგარმა კორუმპირებული და კრიმინალური სამყაროს გავლენიანმა წარმომადგენლებმა და პუტინის სხვა თანამოაზრეებმა. ცხადია, ამათგან გამორჩეულია ვლადიმერ პუტინი, მსოფლიოს უმდიდრესი, უძლიერესი და გავლენიანი ადამიანი, უზარმაზარი იმპერიის მეთაური, რომელსაც მარტო ადამიანები კი არა, მთელი ხალხები ჭიანჭველასავით გაუსრესია… იგი უდავოდ ნიჭიერი და ძლიერი პოლიტიკოსია, რომელმაც შეძლო სოცსისტემის დანგრევის შედეგად შოკში ჩავარდნილი, დაბნეული რუსეთის ფეხზე კვლავ წამოყენება და მსოფლიოსათვის მისი კვლავ ანგარიშგასაწევ ძალად გადაქცევა.

ერთდროს მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად აღიარებული…

მაინც რაში გამოიხატება მიხეილ სააკაშვილის „დანაშაული“? დასაწყისშივე მიხეილ სააკაშვილმა უპირველეს ამოცანად დაისახა, როგორმე შეევსო ქართველებში არასახელმწიფოებრივი აზროვნების მრავალსაუკუნოვანი ვაკუუმი, მრავალი საუკუნის განმავლობაში (განსაკუთრებით ბოლო 300 წლის მანძილზე), სხვის სახელმწიფოებში და სხვის მორჩილებაში მონურ ცხოვრებას შეჩვეული ქართველობა, სახელმწიფოებრივი აზროვნების რელსებზე გადაეყვანა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა და ბავშვები (იყენებდა სხვადასხვა მეთოდსა და ხერხს, მათ შორის, მაგალითად, სახელმწიფო სიმბოლიკისადმი, ჰიმნისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლადაც კი და სხვ.). ამ უურთულესი, ძნელად დასაძლევი, ჩაჟანგული სინდრომის დაძლევა და ქართული რეალური და არა ბუტაფორული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის წამოწყება გახდა მისთვის პრიორიტეტული.

ერის ცხოვრებაში ასეთი გრანდიოზული პროცესები გარკვეულ მსხვერპლსაც მოითხოვს, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, როგორც ქალის მშობიარობას, რეფორმებსაც უმტკივნეულოდ ჩაეაროს. თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეფორმები საყოველთაოდ მისაღებ დადებით შედეგებს მაშინვე არ იძლევა, მოსავლის აღების კონდიციამდე მიყვანას გარკვეული პროცესების გავლა და დრო სჭირდება. ახალი სახელმწიფოს დაბადება, ყოველთვის თანამედროვეთა გარკვეული სოციალური ფენის ანუ ქვეყანაში „ვიღაცის“ კისერზე გადადის ხოლმე, მაგალითად, ქართული პოლიციის მსოფლიო სანიმუშო ბრენდად სისტემური რეფორმირებისათვის, მარტივად, რომ ვთქვათ, 30 ათასი პოლიციელისა და მათი ოჯახი წევრების დაუნდობლად „გაწირვა“ გახდა საჭირო, რომლებიც, ცხადია, სხვა განაწყენებულებთან ერთად სააკაშვილის მოსისხლეთა ბანაკში აღმოჩნდნენ. რეფორმატორის მოსისხლეთა ბანაკი შეავსო აგრეთვე, ასევე, ბრწყინვალედ განხორციელებულმა საფინანსო-საბიუჯეტო სისტემური რეფორმის დროს, მაგალითად, სალარო-აპარატების დანერგვის შედეგად გაანაწყენებულებმა და სხვ. მსოფლიო ისტორია მოწმობს, რომ თანამედროვეები დიდ რეფორმატორებს არასდროს სწყალობდნენ და გაკეთებულის დაფასება მოდის, ძირითადად, თაობათა ცვლის შემდეგ ანუ განაწყენებულთა გარდაცვალებით შემცირების შემდეგ. მოკლედ, ღირსეული სახელმწიფოს ასაშენებლად ხელებდაკაპიწებული დიდი შრომაა საჭირო, მას ვერ შექმნი სადღეგრძელოებით.

პერსონა ნონ გრატა (Persona non grata)

ლიბერალურ-დემოკრატიული დასავლეთისგან მხარდაჭერილი სააკაშვილი დასაყისშივე საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ჯერ ნანატრი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა თუ ჯერ მსოფლიო ლიბერალური ღირებულებები? ორივეს ერთად თანაბარი ძალით ვერ შეეჭიდებოდა სრულიად კორუმპირებულ და კრიმინალიზებულ ქვეყანაში, ამიტომ ამჯობინა სახელმწიფო აღმშენებლობისა და სახელმწიფო ინტერესების  პირველადობა. ამან კი ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები ერთგვარად შეასუსტა ლიბერალური მსოფლიოს თვალში. ამ შესუსტებას (არაპირველადობას) ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებზე მკვეთრად ორიენტირებული დასავლეთი  არ აპატიებდა საკუთარ რჩეულსაც კი – იმ პერიოდის მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორსა და დასავლეთის მიერ რეგიონში დემოკრატიის შუქურად აღიარებულ მიხეილ სააკაშვილს.

მაგრამ ბედის ირონიით, ეს ხარვეზები, პირველ რიგში, რუსეთის სპეცსამსახურებისათვის აღმოჩნდა „სატოპკე“, რომლთა განსაკუთრებულად გაბუქებითა და სააკაშვილზე იერიშის მიტანით, სწორედ პუტინმა მოითბო ხელი გვარიანად. რუსეთის სპეცსამსახურები, საჭიროების შემთხვევაში, ვირტუოზულად იყენებენ დემოკრატიის მონაპოვარს და აამოქმედებს ხოლმე მისთვის არასასურველი პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკური პროცესების წინსვლა-განვითარების შესაფერხებლად, კარგად დამუშავებულ ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებით ინკოგნიტოდ მანიპულირებისა და სპეკულირების ტექნოლოგიებს, იმდაგვარად, რომ რუსეთი  საერთოდ არ ჩანს წარმოდგენაშიც კი. საქართველოში მან ამჯერადაც გამოძებნა, ინტერესთა თანხვედრის ფონზე, შესაბამისი სუბიექტები (პიროვნებები, სოციალური ჯგუფები და სხვ. ამას უნდა მიემატოს რეპრესიებში მოყოლილი, განაწყენებული კორუმპირებულთა და კრიმინალთა საკამაოდ დიდი ნაწილი). შექმნა მათგან დასაყრდენი საათივით აწყობილი აგენტურული ქსელის საშუალებით და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის ლოზუნგების საფარქვეშ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკურ წარმატებებს და მის რეფორმატორს, ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათან შეუქმნა უარყოფითი იმიჯი,  უფრო მეტიც, საინფორმაციო ტექნოლოგიების უბადლო გამოყენებით, შექმნა მისგან მტრის ხატი. ამ ვაკხანალიაში შეძლო მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩაითრევაც კი.

პუტინის წარმატება

დემოკრატიული ღირებულებების დაცვის ლოზუნგებით შეიარაღებული პუტინის სატელიტები

შენიღბულად, უჩინრად მოქმედებენ და კარგად ახერხებენ ცეცხლზე ნავთის დასხმას და ზოგიერთი ფაქტის ისეთ დონეზე გაბუქებას, მის პირველხარისხოვან პრობლემად ქცევას, რომ თუ მანამდე რამე დადებითი გაკეთებულა ისიც კი დავიწყებას ეძლევა. სააკაშვილის წინააღმდეგ აგორებულ ამ ბრძოლაში არასამთავროები და ევრო-ატლანტიკური სამყაროს წარმომადგენლები (ხშირად, აშშ-ის  და სხვა ქვეყნების ელჩებიც კი) პუტინის უნებლიე მოკავშირეები ხდებიან. ცხადია, მათ ამოძრავებთ ამ ღირებულებების დაცვის სურვილი, მაგრამ ბოლომდე ვერ გაცნობიერეს და ზოგადსაკაცობრიო იდეალების გულმოდგინე დაცვაში, მრავალი წინააღმდეგობის ფონზე სახელმწიფოს ჩამოყალიბების ურთულეს პროცესში მყოფი საქართველოს ეროვნული ინტერესები ნაკლებმნიშვნელოვნად ჩათვალეს და „ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლეს“.  

დასავლური ღირებულებების დაცვაზე უკომპრომისოდ დაგეშილებს, მათ აზრადაც რომ არ მოსდით, ხშირად ქართული სახელმწიფო და ეროვნული სტრატეგიული ინტერესების საზიანოდ გამოედევნებიან ხოლმე შემოგდებულ და ხელოვნურად გაბუქებულ ცალკეულ დარღვევას. ფაქტია, დემოკრატიული ღირებეულებებს სტერეოტიპულად, ხშირად გულუბრყვილოთაც კი თავგამოდებულად იცავენ და არ აანალიზებენ იმ მომენტს, რომ ყველაზე წარმატებული საქართველოს პრეზიდენტის გინების საყოველთაო აჟიოტაჟში, ხშირად რუსეთის დაკვეთის უნებლიე შემსრულებლები გამოდიან, ასევე, არ უფიქრდებიან, რომ სააკაშვილის მიერ სახელმწიფოებრივობისა და დემოკრატიის აღმშენებლობის კუთხით გაკეთებულის მიჩქმალვის დუმილით გატარება და იმ დემოკრატიულ გადამეტებაზე განსაკუთრებული აქცენტების გაკეთება რუსეთს უფრო მეტად აწყობს ამ თემის სპეკულირებით, სტრატეგიაში წარმატებული საქართველოს დისკრედიტირებისათვის.  

ფაქტია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მიზნად დაისახეს პოსტსაბჭოთა სივრცეში არ დაეშვათ, რუსეთისგან დისტანცირებული, წარმატებული, პროდასავლური დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის პრეცედენტი, მოეხდინათ მისი დისკრედიტაცია და შეექმნათ მისი რეფორმატორისაგან, სააკაშვილისაგან უარყოფითი იმიჯი (როგორც ადრე, მაგალითად, ზვიად გამსახურდიას შეუქმნეს დიქტატორის იმიჯი). პუტინმა მიაღწია მიზანს.

პუტინის მიერ დასავლეთისათვის წარმატებით ჩატარებული მანიპულირების გაკვეთილები

რუსეთის სპეცსამსახურები საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი მასმედიისა და არასამთავროების საშუალებით (ხშირად თვითონაც, რომ არ უწყიან), დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების დაცვის ლოზუნგებს ამოფარებული, შენიღბულად ახერხებს გამოიყენოს საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვადასხვა მეთოდი:

• სააკაშვილს, მის მოქმედებებსა თუ იდეებს თანდათან, ეტაპობრივად უქმნიან საძრახის ფონს ისე, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება მის მიმართ;

• სააკაშვილის დისკრედიტირებისათვის ადამიანის ან რომელიმე ობიექტის, საგნისა თუ მორალური ღირებულებების ნეგატიური თვისებების პროექცირება მასზე;

• მოსახლეობის სტერეოტიპებისა და ცრუ რწმენის ექსპლუატაციას მოხერხებულად იყენებს სააკაშვილზე „იარლიყის მიწებების“ ხერხს. იარლიყი სააკაშვილს აძლევს რაღაც ისეთის კვალიფიკაციას, რისაც აუდიტორიას ეშინია, რაც მას არ მოსწონს და რასაც იგი არასასურველად მიიჩნევს;

• სააკაშვილის მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ილუზიის შექმნა. ხორციელდება მოსახლეობის სხვადასხვა ფენის, სხვადასხვა სოციალოგიური გამოკითხვის, სხვადასხვა გამონათქვამების და ა.შ. შეგროვებით;

• სააკაშვილის მისამართით ნეგატიური შეფერილობის მატარებელი გაურკვეველი გამოთქმებისა და გადაკრული სიტყვების გამოყენება. მოცემული მეთოდის გამოყენების ექსპლუატაცია საზოგადოებაში გაბატონებულ სტერეოტიპებსა და ლატენტურ ეჭვებს იწვევს და აუდიტორია სააკაშვილზე თვითონ ქმნის საკუთარ ინტერპრეტაციებს ნეგატიურ ასპექტში; 

• იმიტაციური დეზინფორმაციის გზით სააკაშვილის იდეების პროპაგანდაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც მას სხვა მიმართულებას მიანიჭებს, მის მიმართ ნდობას შეამცირებს, მის ნეგატიურ სახეს ჩამოაყალიბებს;

• მიზნობრივ აუდიტორიაზე ზემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, შიშისმომგვრელი თემებისა და ცნობების გამოყენება სააკაშვილთან მიმართებაში. მას წარმოადგენენ მოქალაქეთა სიცოცხლის, უშიშროებისა და კეთილდღეობის, საზოგადოების სოციალური სისტემის მდგრადობისათვის საფრთხის შემქმნელს (ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს, აუპატიურებდნენ და სხვ.);

• ამოკრებით შერჩეული ინფორმაციის გამოყენება, როდესაც ამ „დახმარების“ შედეგად აუდიტორია „ლოგიკურ“ დასკვნებს აკეთებს სააკაშვილის შესახებ, სპეციალურად შეზღუდული ინფორმაციული მასივის საფუძველზე;

• მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში განხილული იდეებისა და თემების დონეზე ამა თუ იმ ფაქტების, ინფორმაციის, სახეების შერჩევა, რომელთა ფონზეც სააკაშვილის იმიჯის განსაზღვრული ელემენტების შეფასება აუცილებელ ელფერს იღებს. მაგალითად, საქართველოში ხშირად დაიმოწმებენ ხოლმე საზღვარგარეთულ გამოცდილებას და, შესაბამისად, უდარებენ მას ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას. სპეციალურად შერჩეული ამ დამოწმებების ფონზე ყალიბდება აზრი ამა თუ იმ მოქმედების მცდარობის, ზოგადსაკაცობრიო პრაქტიკასთან შეუსაბამობის ან შესაბამისობის შესახებ;

• ექსპლუატაცია ეწევა ხალხის სურვილს, იყვნენ გამარჯვებულის მხარეზე, აუდიტორია რწმუნდება ისეთი მოქმედების აუცილებლობაში, რომ აღმოჩნდეს „მოგებულის მხარეზე“, იყოს „როგორც ყველა“;

• ემოციურად ინტენსიური სიტყვების გამოყენება, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ძირითად ღირებულებებთან, საზოგადოების აზრებთან და დამაჯერებელია დამატებითი ინფორმაციის გარეშე და სხვ. და სხვ.

ფაქტია: ვინც სააკაშვილს ებრძოდა და ებრძვის (კონსტრუქციული კრიტიკა არ იგულისხმება) ნებსით თუ უნებლიეთ არიან პუტინის დაკვეთის შემსრულებლები, მისი თანამოაზრენი და თანამებრძოლები.

ზეზვა ერგასტერიძე

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
861,883
დადასტურებული შემთხვევები
Updated on December 4, 2021 4:51 pm

უახლესი

შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

0
შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა“შქმერის” მანგანუმის საბადოზე გაცემულ ლიცენზიასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში, ეკონომიკისა და...

7 ნოემბერი – უღალატა ამომრჩეველს, არ უღალატია სახელმწიფოსათვის

0
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ოპოზიციის მიტინგის გამართვის დროდ 7 ნოემბრის გამოცხადებას ბევრში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა - თვით გაერთიანებული ოპოზიციის რიგებშიც კი. ამ...

ჩვენ ერთად შევძლებთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გახდეს თითით საჩვენებელი რეგიონში – გიორგი წიკლაური

0
დასასრულს მიუახლოვდა საარჩევნო კამპანია, მღელვარება კი უფრო და უფრო იმატებს. თუმცა ვიცი, რომ ეს მღელვარება უსაფუძვლოა, რადგან ყოველი შეხვედრა თქვენთან, ჩემს ამომრჩეველთან, თავდაჯერებულობას მმატებდა,...

ჩემი სამომავლო გეგმები მთლიანად რაჭას და ონის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, მინდა ვიყო ის ადამიანი, რომლის...

0
ჩემო ონელებო, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი შვილებისა და ჩვენი საყვარელი ონის უკეთესი მომავლისთვის.- ამის შესახებ „ქართული ოცნების” ონის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა...

COVID19

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი,...

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

0
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,...