“ჯიგრულ პონტში” არ ვუშვებ საშვებს, ოთარ ფარცხლაძის საქციელი ამორალური და მიუღებელია – გიორგი გახარია

“ჯიგრულ პონტში” არ ვუშვებ საშვებს, ოთარ ფარცხლაძის საქციელი ამორალური და მიუღებელია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ყოფილი გენერალური პროკურორის მიერ კანონდარღვევის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„ძალიან საინტერესო ვიზიტი გვქონდა პარლამენტში, ანგარიშის წარდგენა. ოპოზიციას და ოპონირებას საერთოდ პატივს ვცემ, ეს განვითარების ერთადერთი გზაა, კრიტიკა ყველაფრის მამოძრავებელია და პროგრესის, პირველ რიგში. ოპოზიციამ თქვა, „ჯიგრულ პონტში“ გახარიამ თქვა კორუფციაზეო და სინამდივილეში ვთქვი საშვის დაშვებაზე. ჩვენი ოპოზიციის წევრები, რომლებმაც ეს თქვეს, თურმე, ისეთი ანგელოზები არიან…

ზუსტად ვიცი, ბევრი მათგანი, საშვი რომ მოეპოვებინათ, „ჯიგრულ პონტში“ წავიდა მედიაში გაფორმდა როგორც ჟურნალისტი და მოძრაობდნენ. ფარცხალაძე იყო დაჯარიმებული, იმიტომ, რომ მე „ჯიგრულ პონტში“ არ ვუშვებ საშვებს, ჩემთვის მსგავსი ქმედებები უკიდურესად მიუღებელი და ამორალურია, არ ვაკეთებ, ჩემს ფასეულობებს ეწინააღდეგება.

იქ აღარ ვუთხარი, არ მინდოდა, ისედაც უშინაარსო იყო, მაგრამ ბევრი მათგანი ამას რომ გამოეკიდა, ხელზე დაიხვიეს და ისტორიები შექმნეს, გაფორმდნენ მედიაში იმისთვის, რომ „ჯიგრულ პონტში“ აეღოთ ნებართვა და ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათის დროს ემოძრავათ“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ავტომობილით თავისუფლად გადაადგილდებოდა. ეს მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამო, მთავრობამ მანქანებით გადაადგილება აკრძალა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.