1 წელი გიორგი რურუას დაპატიმრებიდან – “ოცნების” პოლიტიკური პატიმრები

103
ნახვა

1 წელი გიორგი რურუას დაპატიმრებიდან- 2019 წლის 18 ნოემბრის მოვლენებს ელენე ხოშტარია ფეისბუქით ეხმაურება და წერს, რომ 1 წელში რურუას გარდა ქვეყანას ახალი პილიტპატირები ჰყავს: 

1 წლის წინ ქართულმა ოცნებამ გიორგი რურუა დააკავა და აქცია პოლიტიკურ პატიმრად. მისი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო, თუმცა ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია და მეტიც, ახალი პოლიტიკური პატიმრები გაჩნდნენ საქართველოში – ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, ისნის საოლქო კომისიის თავჯმდომარის სიკვდილში დადანაშაულებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი ობოლაძე.

პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხია და არ ვაპირებთ დათმობას.

საქართველოში აღარ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ პოლიტიკურ ანგარიშწორებასა შურისძიებას. წერს ხოშტარია

 შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

შეგახსენებთ იმასაც რომ საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს, 1 ნოემბერს გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ.

როგორც პენიტენციურმა სამსახურმა თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, პატიმარი, რომელიც რურუას დაესხა თავს, ღია საკანში იმის გამო იჯდა, რომ მის საპირფარეშოში რემონტი ტარდება.

რურუას უფლებადამცველი კი ამბობს, რომ მომხდარს პოლიტიკური მოტივი აქვს და ძალადობა ხელისუფლების მხრიდან იყო ორგანიზებული

 

 

ვაკო კუპრაშვილი

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

RelatedPosts

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

„ალბათ, მომავალ ზაფხულამდე მაინც მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად აქტიური თანაცხოვრება. მგონი, 2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი“, –...

წაიკითხე მეტი
  • ტრენდული
  • კომენტარები
  • უახლესი


Recent News

Welcome Back!

Login to your account below

Create New Account!

Fill the forms bellow to register

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist