შაბათი, დეკემბერი 4, 2021
detective
მთავარისხვაეს საინტერესოა10 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელთა ავტორები ქალები არიან!

10 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელთა ავტორები ქალები არიან!

ამ ნივთების შექმნისას ქალები, პირველ რიგში, კომფორტზე, დროის ეკონომიასა და უსაფრთხოებაზე ფიქრობდნენ… 

1. ბავშვის საფენები

ამერიკელმა მერიონ დონოვანმა, მრავალშვილიანმა დედამ და ქალთა ჟურნალ Vogue-ს რედაქტორის მოადგილემ სახლში ყველა მუშამბა და აბაზანის შტორი მოაგროვა, დაჭრა და ბავშვის საცვლებს მოარგო – ამით პირველი სითხეგაუმტარი მოდელი შექმნა. მართალია, ის მრავალჯერადი იყო, მაგრამ უკვე გაცილებით მოსახერხებელი, ვიდრე ნაჭრის საფენები.

მერიონის იდეა 1 მილიონ დოლარად შეიძინეს. მისი მეორე იდეა – საფენი ერთჯერადი გაეხადა, უსაზღვრო გაოცებას იწვევდა, თუმცა 10 წლის შემდეგ Pampers-ის პირველი ერთჯერადი საფენები გამოჩნდა.



2. ცირკულარული ხერხი

ხის ხერხვა ნამდვილად მამაკაცის საქმეა, მაგრამ ამ სფეროში სიახლის დანერგვას ქალს უნდა უმადლოდნენ. ტაბითა ბებიტი (1793-1853) პროფესიით ფეიქარი, დიდი დაკვირვებულობითა და ცოცხალი გონით გამოირჩეოდა. უყურა მამაკაცების წვალებას, რომლებიც შეშას ხერხავდნენ და მიხვდა – ხე იჭრებოდა მხოლოდ ხერხის წინ მოძრაობისას. დანარჩენი დროის კარგვა იყო. 1813 წელს ამ გამჭრიახმა, 20 წლის გოგომ ცირკულარული ხერხი გამოიგონა, რომელიც მალე იქცა შეუცვლელ ნივთად სამხერხაოებში.



3. კევლარი (ქსოვილი ჯავშანჟილეტებისთვის)

ჯავშანჟილეტს ათასობით ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. პოლონელმა ქიმიკოსმა სტეფანი კვოლეკმა (Stephanie Kwolek 1923-2014) 1964 წელს ბოჭკოვანი მასალისაგან შექმნა ქსოვილი, რომელიც უფრო მსუბუქია, ვიდრე მინაქსოვილი და რამდენჯერმე უფრო მტკიცეა, ვიდრე ფოლადი. თავიდან მეცნიერი ქალი საბურავების მოდერნიზაციაზე მუშაობდა – საჭირო იყო ხელოვნური მასალა. მტკიცე და საიმედო ქსოვილს რეზინი უნდა შეეცვალა. კევლარი ახლა ძლიერ გავრცელებული მასალაა. მას იყენებენ ავტომობილებისა და ხომალდების, კოსმოსური აპარატებისა და კომპიუტერების წარმოებაში. კევლარის გამოგონებამ იმგვარი კვალი დატოვა ისტორიაში, რომ სტეფანი კვოლეკი გამომგონებელთა დიდების საპატიო დარბაზის წევრი გახდა. ასეთი პატივის ღირსი ჯერჯერობით მხოლოდ 4 ქალია.


4. ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ჟოზეფინა კოკრეინს, რომელიც პოლიტიკოსის მეუღლე იყო და შესაბამისად, მუდმივად სახლში ბევრი სტუმარი ჰყავდათ, გასარეცხი ჭურჭლის რაოდენობა უკვე პრობლემას უქმნიდა. მაგრამ ის შემართული და ჯიუტი ქალი იყო. და აი, მან პირველი ჭურჭლის სარეცხი მანქანა შექმნა. მართალია, ის პრიმიტიული გამოვიდა, მაგრამ ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. მალე ჟოზეფინამ ფირმა გახსნა და ჭურჭლის სარეცხი მანქანების გამოშვება დაიწყო.


5. თმის გასასწორებელი გელი

სი ჯეი უოკერი გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი, როგორც პირველი ზანგი მილიონერი ქალი. მან თმის საშუალება გამოიგონა, რომელიც თმას არამხოლოდ ასწორებდა, არამედ უფრო დამყოლს ხდიდა. ამის შემდეგ მოდური ვარცხნილობა ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომი გახდა. სარას გელი თანამედროვე ბალზამებისა და კონდიციონერების საფუძველი გახდა. ამბობენ, რომ სარას გელის რეცეპტი დაესიზმრა. სარამ საკუთარი ფაბრიკა გახსნა და გამდიდრდა კიდეც. ის 1919 წელს გარდაიცვალა და მისი ქონება დაახლოებით 600 000 აშშ დოლარს შეადგენდა. მადამ სი ჯეი უოკერის პროდუქცია დღემდე იყიდება.


6. ავტომობილის საქარე მინის საწმენდი

ამერიკელი მერი ანდერსონი (1866-1953) საკუთარი რანჩოზე მეღვინეობას მისდევდა. ერთ დღეს მას შეეცოდა მძღოლი, რომელიც თოვლის დროს მინის გაწმენდას და თან წინსვლას ცდილობდა. ამან უბიძგა მერის ისეთი მოწყობილობის გამოგონებაზე, რომელიც სალონიდან ჩაირთვებოდა და მინას გაწმენდდა. მართლაც, 1903 წელს მერიმ გამოგონებაზე პატენტი აიღო, თუმცა მისი გაყიდვა ვერ შეძლო. ამ გამოგონებით მაშინ არავინ დაინტერესდა. როცა ინტერესი გაჩნდა, პატენტის ვადა გასული იყო. ასე რომ, მერიმ თავისი გამოგონებით ცენტიც ვერ იშოვა.

7. რემუაჟი და შამპანურის სტატუსი

1805 წლისთვის ქალის ხვედრი ოჯახი და საოჯახო საქმეები იყო. მეღვინეობა კი წმინდა მამაკაცურ საქმიანობად მიიჩნეოდა. მადამ კლიკო (Madame Clicquot, 1777-1866) 27 წლის ასაკში დაქვრივდა. მას ოჯახური საქმე და ქონება უნდა გადაერჩინა. და აი, მალე მასზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ნიკოლ კლიკომ შამპანური მღვრიე სითხიდან ძვირად ღირებულ არისტოკრატიულ სასმელად აქცია. მან სითხის ლექისგან გაწმენდის საშუალება მოიგონა. დღეს რემუაჟის მეთოდს მთელი მსოფლიო იყენებს. მეღვინეებს ამ მეთოდის სიმარტივე და იაფი ღირებულება იზიდავს. სხვათა შორის, ნიკოლ კლიკო ვარდისფერი შამპანურის ავტორიც არის.


8. მზის ბატარეებით გათბობის სისტემა

ჰელიოენერგეტიკა დღეს მსოფლიოში პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევა. მარია ტელკეშმა პრაქტიკულად მარტომ შექმნა სახლის გასათბობი მზის ბატარეა. მან ის თავის სახლში გასათბობად თამამად გამოიყენა. ბატარეის მთავარი დეტალი გლაუბერის მარილი (Glauberis salt) იყო, რომელიც სიცხეში ხურდებოდა და დაგროვილ სითბოს სიცივეში გასცემდა.


9. მინა ათინათის გარეშე

ათინათი ბევრ სფეროში პრობლემებს წარმოშობდა და აი, კეტრინ ბლოჯესტის (Katharine Burr Blodgett, 1898-1979)გამოგონებამ გასული საუკუნის 30-იან წლებში ეს პრობლემები მოხსნა. დღეს ეს ტექნოლოგია წარმატებით გამოიყენება ფოტოაპარატებში, ტელესკოპებში, სათვალესა და სმარტფონებში. კეტრინ ბლოჯეტი საქმისა და მეცნიერების იმდენად ერთგული აღმოჩნდა, რომ ის General Electric-ში სამუშაოდ მიიღეს და ეს მაშინ მოხდა, როცა ქალები მსგავს სტრუქტურებში პრაქტიკულად არ მუშაობდნენ.


10. სასიგნალო რაკეტები

მარტა კოსტონს მოულოდნელად მეუღლე გარდაეცვალა და ოთხი შვილი დარჩა სარჩენად. სასწრაფო ზომები იყო მისაღები. ქმრის ჩანაწერების, დოკუმენტებისა და დღიურების გადალაგებისას, ის სინათლით სიგნალების იდეას გადააწყდა. მარტამ თავისი ცხოვრების 10 წელი ქიმიის შესწავლას მოანდომა. ის გადიოდა კონსულტაციებს ქიმიკოსებთან, პიროტექნიკოსებთან და ექსპერიმენტებს ატარებდა. და აი, მან თავისი გამოგონება წარმოადგინა – სასიგნალო რაკეტა. მისი გამოგონება აშშ-ის არმიამ შეიარაღებაში მიიღო და მილიონი ცალი შეუკვეთა.

🔰🔰🔰:

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
861,883
დადასტურებული შემთხვევები
Updated on December 4, 2021 4:51 pm

უახლესი

შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

0
შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა“შქმერის” მანგანუმის საბადოზე გაცემულ ლიცენზიასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში, ეკონომიკისა და...

7 ნოემბერი – უღალატა ამომრჩეველს, არ უღალატია სახელმწიფოსათვის

0
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ოპოზიციის მიტინგის გამართვის დროდ 7 ნოემბრის გამოცხადებას ბევრში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა - თვით გაერთიანებული ოპოზიციის რიგებშიც კი. ამ...

ჩვენ ერთად შევძლებთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გახდეს თითით საჩვენებელი რეგიონში – გიორგი წიკლაური

0
დასასრულს მიუახლოვდა საარჩევნო კამპანია, მღელვარება კი უფრო და უფრო იმატებს. თუმცა ვიცი, რომ ეს მღელვარება უსაფუძვლოა, რადგან ყოველი შეხვედრა თქვენთან, ჩემს ამომრჩეველთან, თავდაჯერებულობას მმატებდა,...

ჩემი სამომავლო გეგმები მთლიანად რაჭას და ონის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, მინდა ვიყო ის ადამიანი, რომლის...

0
ჩემო ონელებო, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი შვილებისა და ჩვენი საყვარელი ონის უკეთესი მომავლისთვის.- ამის შესახებ „ქართული ოცნების” ონის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა...

COVID19

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი,...

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

0
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,...