შაბათი, დეკემბერი 4, 2021
detective
მთავარიტრენდისტილი10 მსახიობი, რომლებმაც საბედისწერო ლამაზმანის როლი მოირგეს - როგორ გამოიყურებიან ახლა?

10 მსახიობი, რომლებმაც საბედისწერო ლამაზმანის როლი მოირგეს – როგორ გამოიყურებიან ახლა?

1. იზაბელ აჯანი – „დედოფალი მარგო“, 1994 წელი

იზაბელი ერთადერთი მსახიობია მსოფლიოში, რომელსაც საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში 5 „ცეზარი“ აქვს მიღებული. ერთ-ერთი ჯილდო სწორედ „დედოფალი მარგოსთვის“ გადაეცა.

2. იზაბელ იუპერი – „ნამდვილი ისტორია – ქალი კამელიებით“, 1981 წელი

იზაბელ იუპერს ხშირად უწოდებენ საბედისწერო ქალს, რადგან ის ყველაზე უკეთ ირგებს იდუმალი და ფატალური ლამაზმანის როლებს.

3. პენელოპე კრუსი – „დაბრუნება“, 2006 წელი

სწორედ ამ როლით მოიპოვა პენელოპემ კანის ფესტივალის “საუკეთესო მსახიობი ქალის” ტიტული. მისივე თქმით, ეს როლი არის საუკეთესო საჩუქარი, რაც მსახიობს შეუძლია მიიღოს.

4. მონიკა ბელუჩი – „მალენა“, 2000 წელი

დიდი ხნის განმავლობაში, მონიკა სამოდელო სფეროთი იყო დაინტერესებული, თუმცა მაგრამ 1990 -იანი წლების დასაწყისში მან კინოს დაპყრობა გადაწყვიტა. საბედისწერო ლამაზმანის, მალენას როლმა მსოფლიო პოპულარობა მოუტანა დამწყებ მსახიობს.

5. მერილ სტრიპი – „სიკვდილი მას უხდება“, 1992 წელი

ფილმის გადაღებები 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც მერილის კარიერაში ყველაზე გრძელვადიანი პროექტი გამოდგა. კოსმეტიკურ საშუალებებზე ალერგიის გამო, მსახიობს სხვადასხვა ნიღბების, სპეციალური ბალიშებისა და დეკორაციის გამოყენება დასჭირდა. მოგვიანებით სტრიპმა აღიარა, რომ მას არ მოსწონს კომპლექსური სპეციალური ეფექტები და აღნიშნა, რომ აღარასოდეს იმუშავებდა მსგავს პროექტზე.

6. ლივ ტაილერი – „ღამე მაკულას ბარში“, 2001 წელი

მსახიობმა აღიარა, რომ ეს იყო პირველი ფილმი, სადაც მას უნდა ეთამაშა ისე, რომ მისი ფიზიკური სილამაზე ყველა მაყურებელს შეემჩნია.

7. ორნელა მუტი ლიზა – “ჭირვეულის მორჯულება“, 1980 წელი

იტალიელი მსახიობის მდიდარი ფილმოგრაფიის მიუხედავად, „ჭირვეულის მორჯულება“ მისი საკულტო ფილმი გახდა, რომელიც დღემდე არ კარგავს პოპულარობას.

8. მიშელ პფაიფერი – „ნაიარევი სახე“, 1983 წელი

კრიტიკოსების უმეტესობამ ფილმი ზედმეტად ძალადობრივად მიიჩნია, მაგრამ მომდევნო წლებში ის გახდა კომერციული ჰიტი.

9. ჰალი ბერი – „კატა ქალი“, 2004 წელი

ეს ფილმი იყო კომერციული ჩავარდნა, რომელიც კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეს ფილმი მაყურებელს არ აძლევს სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ „დაიბადა“ქალი კატა.

შესრულებისთვის მსახიობს „ოქროს ჟოლოს“ პრემია მიენიჭა. ეს არის ამერიკული დაჯილდოება, რომელიც ავლენს ყველაზე ცუდ ფილმს, მსახიობს, სცენარს, რეჟისორს და კომპოზიტორს. ცერემონიაზე ჰალი ბერი პირადად გამოჩნდა – გოგონას ხელში სხვა ფილმისთვის მიღებული „ოსკარი“ ეჭირა.

10. კამერონ დიასი – „ჩარლის ანგელოზები“, 2000 წელი

მართალია ფილმმა არც თუ საუკეთესო შეფასებები მიიღო, მაგრამ კრიტიკოსებმა “ანგელოზების” თამაში შეაქო. 2013 წელს, 40 წლის დიასი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დასახელდა.

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
861,883
დადასტურებული შემთხვევები
Updated on December 4, 2021 4:51 pm

უახლესი

შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

0
შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა“შქმერის” მანგანუმის საბადოზე გაცემულ ლიცენზიასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში, ეკონომიკისა და...

7 ნოემბერი – უღალატა ამომრჩეველს, არ უღალატია სახელმწიფოსათვის

0
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ოპოზიციის მიტინგის გამართვის დროდ 7 ნოემბრის გამოცხადებას ბევრში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა - თვით გაერთიანებული ოპოზიციის რიგებშიც კი. ამ...

ჩვენ ერთად შევძლებთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გახდეს თითით საჩვენებელი რეგიონში – გიორგი წიკლაური

0
დასასრულს მიუახლოვდა საარჩევნო კამპანია, მღელვარება კი უფრო და უფრო იმატებს. თუმცა ვიცი, რომ ეს მღელვარება უსაფუძვლოა, რადგან ყოველი შეხვედრა თქვენთან, ჩემს ამომრჩეველთან, თავდაჯერებულობას მმატებდა,...

ჩემი სამომავლო გეგმები მთლიანად რაჭას და ონის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, მინდა ვიყო ის ადამიანი, რომლის...

0
ჩემო ონელებო, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი შვილებისა და ჩვენი საყვარელი ონის უკეთესი მომავლისთვის.- ამის შესახებ „ქართული ოცნების” ონის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა...

COVID19

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი,...

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

0
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,...