112 განცხადებას ავრცელებს და ტექნიკური ხარვეზის გამო, მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვისკენ მოუწოდებს

ფოტო: საზოგადოებრივი მართვის უსაფრთხოების ცენტრი

მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში შეფერხებით შემოდის ზარები, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მართვის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.

მათივე თქმით, გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში, ცენტრი მოქალაქეებს, რომლებიც 112-ზე დაკავშირებას ვერ მოახერხებენ, მოუწოდებს, შემდეგ ალტერნატიულ ნომრებზე დარეკონ.

„მოგახსენებთ, რომ მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში შეფერხებით შემოდის ზარები.

თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:

032 2 411011- სახანძრო სამაშველო

032 2 418505- საპატრულო (თბილისი)

032 2 418502- საპატრულო (რეგიონი)

595073527, 595073838,595073876, 595073805, 595073723- სასწრაფო (რეგიონი)

599842197, 599842195 – სასწრაფო (თბილისი)

სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა.

ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“ – ნათქვამია საზოგადოებრივი მართვის უსაფრთხოების მართვის ცენტრი ავრცელებს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.