12-თვიან პერიოდში კვების პროდუქტები 13.1%-ით, სასმელები – 9.4 %-ით გაძვირდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში ფასების ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია, სადაც ფასები გაიზარდა 10.9 პროცენტით. ასევე ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები – 13.1 პროცენტით, სასმელები – 9.4 პროცენტი, სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები – 14.3 პროცენტით.

სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების მხრივ, დაფიქსირდა ფასების 15.5-პროცენტიანი მომატება.

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფში კი, ფასებმა 3.7 პროცენტით მოიმატა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 10.1 პროცენტით.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.