120 000 უმუშევარი – შემოსავლის გარეშე დარჩენილების რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში

უმუშევრად დარჩნილი მოქალაქეების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. ბოლო ერთ თვეში შემოსავლის  გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 30 ათასით გაიზრდა, უმუშევართა რიცხვმა კი, ოფიციალურად, 120 ათასს მიაღწია.

საგანგაშო სტატისტიკას შემოსავლების სამსახურიც ვეღარ მალავს

თუ აპრილში უმუშევრტად დარჩენილთა რაოდენობა მხოლოდ 90 ათასი იყო, მაისის თვეში ეს რიცხვი 120 ათასამდე გაიზარდა.

120 ათასს გადააჭარბებს ამ თვეში და ჩვენ შევეცდებით ვინც ჩვენს ბაზაში ჩანს, რომელსაც არ მიუღია ხელფასი ამ პერიოდში,მათზე გავრცელდეს კომპენსაციების მექანიზმი – ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, თვითდასაქმებულებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა შეზღუდულია და მათ დრო პირველ ივლისამდე აქვთ

სახელმწიფო თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადად 300 ლარიან, ხოლო უმუშევრად დარჩენილებისთვის ექვსი თვე, 200 ლარიან დახმარებას გასცემს, თუმცა ეს კომპენსაცია მუშაობის დაწყები შემტხვევაში წყდება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ადამიანები გაჭირვებისთვის გაწირა. ისინი ვარაუდობენე რომ უმუშევრად დარჩენილების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე 120 ათასი. 

ხელისუფლებამ გაწირა ჩვენი მოქალაქეები საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ნაცვლად 600 ათასისა მაქსიმუმ 300 ათასი დაკმაყოფილდება, ნაცვლად 600 მილიონი ლარისა, მისი ნახევარი იქნება გაცემული – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე.  

ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ხალხის დახმარების ნაცვლად, ხელისუფლება ფინანსურ რესურსს მხარდამჭერებს და საკუთარ ფუფუნებას მოახმარა

დაიკარგა ათი ათასობით სამუშაო ადგილი…ხალხს ვინც შრომობდა და ქმნიდა დოვლათს მხოლოდ 200 ლარიანი დახმარება და ბიუროკრატიას, ვინც პარტიულ დავალებებს ასრულებს, შეუნარჩუნდეს მაღალი ხელფასები და ის ფუფუნება, რომელიც მანამდე ჰქონდა” ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ნებისმიერი ციფრი საერთაშორისო პარტნიორებთან და სავალუტო ფონდთან არის შეთანხმებული.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.