14 დეკემბრის აქციაზე მობილიზება, რა თქმა უნდა, ჩვენი, „ქართული ოცნების“, მხრიდან ხორციელდება, ეს პარტიული რესურსია – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 14 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ღონისძიება, ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება. მის თქმით, მობილიზება, „ქართული ოცნების“, მხრიდან ხორციელდება. კობახიძის თქმით, ღონისძიება ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა . 

,,„მობილიზება, რა თქმა უნდა, ჩვენი, „ქართული ოცნების“, მხრიდან ხორციელდება. ეს პარტიული რესურსია, რომლის მიბილიზებასაც ვახორციელებთ. საზეიმო ღონისძიებაა, რომელიც ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება. ეს ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. შესაბამისად, მინდა, რომ ამას მივუძღვნათ სათანადო ღონისძიება და გვინდა, რომ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბოს თბილისის ცენტრში, რათა ეს მოვლენა ყველამ ერთად აღვნიშნოთ“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

pirveliradio.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.