15 ტროლი მოზარდის ტრაგედიაში ხელისუფლების გასამართლებლად (ფოტო)

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, ფეისბუკში სახელისუფლებო, პრო-რუსული და ანტილიბერალური გვერდების, ასევე სახელისუფლებო ექსპერტების, მმართველი პარტიის მხარდამჭერებისა და ტროლების მხიდან სხვადასხვა შინაარსის გზავნილები მოჰყვა.

18 და 19 დეკემბერს ფეისბუკში აქტივობების დაკვირვების შედეგად შემდეგი სურათი გამოიკვეთა:

აქტორები და კოორდინირებული მოქმედება:

  • გამოვლინდა 15 ტროლი, რომელთაგან 10 სხვის იდენტობას იპარავს. მათგან 5 ლუკა სირაძის გარდაცვალებაზე კრემლისტური News Front-ის მასალების პოპულარიზაციას ახდენდა;
  • გამოვლინდა 6 ანტილიბერალური (კარდჰუ, პატრიოტული გვერდი, ალტ-კლუბი, geo-pepe, დედაქალაქი, ანტილიბერალური დოქტრინა), 4 ოპოზიციის მადისკრედიტირებელი (პრესტიტუცია, მახსოვს, სირცხვილის კორიდორი, რეტორიკა), 2 სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის ფბ გვერდი (Caucasus news report, საინფორმაციო გვერდი) და 2 ხელისუფლებასთან დაკავშირებული (ლიდერი 41, NOVR) გვერდი, რომლებიც ლუკა სირაძის გარდაცვალებაზე ბრალს სკოლასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სდებდნენ;
  • გამოვლინდა 6 ჯგუფი (კახა კალაძე თბილისის მერი, ბიძინა ივანიშვილის მეგობრები ფეისბუქზე, გიორგი მარგველაშვილი გისმენთ მეგობრებო, პროტესტი, Photo-Fact Georgia), სადაც ტროლები და ქართული ოცნების მხარდამჭერები ლუკა სირაძის გარდაცვალების შესახებ გზავნილებს ორგანიზებულად ავრცელებდნენ. 
  • გამოვლინდა, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ტრადიციული მედია, მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ცალმხრივად, პროფესიული სტანდარტების უგულვებელყოფით აშუქებდა.

გზავნილები:

  • ხდებოდა ფოკუსის გადატანა შსს-დან ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და “მწვანე სკოლაზე”;
  • მომხდარში ადანაშაულებდნენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მათ მიერ დანერგილ განათლების სისტემასა და “მწვანე სკოლას”;
  • მოზარდის გარდაცვალებაზე სპეკულირებას ანტილიბერალური გვერდები ანტი-დასავლურ კონტექსტში ახდენდნენ;
  • ამ თემით სპეკულირება ხდებოდა იდეოლოგიურ ჭრილში და წინ წამოიწია სოციალური უთანასწორობის საკითხი;
  • სკოლასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე ფოკუსის გადატანას ახდენდნენ ტროლები, სახელისუფლებო და პრო-რუსული აქტორები – მათი გზავნილები იდენტური იყო.
  • სრული ანგარიში იხილეთ აქ: https://www.mythdetector.ge
  • წყარო: mythdetector.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.